დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით, სპეციალური /ზონალური/ შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 სექტემბრის №109 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 147 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.123.016357 |
|
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 სექტემბრის №109 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლის შეცვლის მიზნით, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 სექტემბრის №109 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02.10.2015., 190020020.35.123.016319) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ, დადგენილებას დაემატოს 11 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მისაღებად ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, დადგენილი წესით, სხვა საბუთებთან ერთად აგზავნის მოთხოვნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომელიც სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის განსაზღვრული წესით იღებს გადაწყვეტილებას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ და უგზავნის მას ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას. საბოლოო გადაწყვეტილებას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ იღებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები