დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 21 თებერვლის N34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-204 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/10/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 28/10/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320020.22.030.016151 |
01-204
25/10/2016
ვებგვერდი, 26/10/2016
010320020.22.030.016151
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 21 თებერვლის N34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
|
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 21 თებერვლის №34 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
1.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 21 თებერვლის №34 ბრძანებით დამტკიცებული დებულების (ვებგვერდი, 27/02/2013) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ღონისძიებებისა და ცერემონიების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ყოველდღიური შეხვედრების ორგანიზება; ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სხვადასხვა ღონისძიებაზე (მიღება, სადილი, კონფერენცია) მონაწილეობის ორგანიზება; გ) საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების (სხვადასხვა კონფერენცია, ფორუმი, „დიპლომატიური ტური“, „ამბასადორიალი“ და სხვა) ორგანიზება-გაფორმების, ვიზუალური მხარის, გამასპინძლებისა და სხვა ლოჯისტიკური საკითხების უზრუნველყოფა; დ) საქართველოში ვიზიტად მყოფი უმაღლესი და მაღალი რანგის დელეგაციების სამახსოვრო საჩუქრებით უზრუნველყოფა; ე) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მოადგილეების ხელმძღვანელობით საზღვარგარეთ ვიზიტისას, ოფიციალური დელეგაციების უზრუნველყოფა მიმღები მხარისათვის გადასაცემი სამახსოვრო საჩუქრებით; ვ) ეროვნულ დღესასწაულებთან დაკავშირებით დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის სამახსოვრო საჩუქრების შერჩევა; ზ) უფლებამოსილების ვადის გასვლისას დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების სამახსოვრო საჩუქრებით უზრუნველყოფა; თ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით გამართული შეხვედრების გაფორმება; ი) საპროტოკოლო ატრიბუტიკის დიზაინის შერჩევა და მათი დამზადების ორგანიზება; კ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით საახალწლო მისალოცი ბარათების დამზადების ორგანიზება; ლ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით გაცემული საჩუქრების აღრიცხვა; მ) დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვა ფუნქციების შესრულება. |
2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 28 ოქტომბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები