„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 26/10/2016
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/10/2016
ძალაში შესვლის თარიღი 15/11/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 09/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016093
12
26/10/2016
ვებგვერდი, 27/10/2016
010240060.57.069.016093
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №12

2016 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესში“ (www.matsne.gov.ge, 27.02.2015, 010240060.57.069.016055) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭოში გასაჩივრებისთვის დგინდება შემდეგი ვადები:

ა) სატენდერო/საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების გასაჩივრება შესაძლებელია შესაბამისი გადაწყვეტილების სატენდერო კომისიის მიერ სისტემაში ატვირთვიდან, ხოლო ქმედების შემთხვევაში – ამ ქმედების განხორციელებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ტენდერის/კონკურსის ჩატარების შედეგად ხელშეკრულების გაფორმებამდე;

ბ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის სატენდერო პირობების ჩანაწერის გასაჩივრება შესაძლებელია ტენდერის გამოცხადებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ელექტრონული ტენდერისა და კონკურსის სატენდერო/საკონკურსო პირობების ჩანაწერის გასაჩივრება – ტენდერის/კონკურსის გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო/საკონკურსო პირობებში შეტანილი იქნება ცვლილება, შეცვლილი ჩანაწერის გასაჩივრება დასაშვებია ამ ცვლილების სისტემაში ატვირთვიდან არაუგვიანეს 2 დღის ვადაში.“.

2. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საჩივრის დასაშვებად ცნობისთანავე, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეაჩეროს შესყიდვის პროცედურები, მათ შორის, იმავე შესყიდვის ობიექტის შესყიდვასთან დაკავშირებით არ გამოაცხადოს ან შეაჩეროს უკვე გამოცხადებული ხელახალი ტენდერი/კონკურსი (ასეთი არსებობის შემთხვევაში). შესყიდვის პროცედურები აგრეთვე ჩერდება პრეტენდენტ(ებ)ისთვისაც. დავის პერიოდში, გადაუდებელ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვა.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 15 ნოემბრიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე