დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს №74/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 148/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/11/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/07/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.017221 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს №74/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს №74/ნ ბრძანებაში (სსმ 103, 24/08/2010) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის:
1. მე-2 პუნქტის ,,პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები: ,,ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი (სამმართველო) აწარმოებს სხვადასხვა ტიპის კვლევას; რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამსახური უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის ტრენინგების ჩატარებას.“. 2. მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,კ) უზრუნველყოფს ჯამური – კვარტალური, წლიური ანგარიშების წარმოებას და მათ ანალიზს, ამ მიზნით სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას;“. 3. მე-5 პუნქტის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ე) უზრუნველყოფს ჯამური – კვარტალური, ყოველწლიური, სტატისტიკის წარმოებას საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების (ნებისმიერი მოქმედების, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან/და არღვევს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის/სტუდენტის/პროფესიული სტუდენტის უფლებებს, მოიცავს ფსიქიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტს, მიმართულია ვინმეს სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის წინააღმდეგ) შესახებ;“. ბ) ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ი) უზრუნველყოფს ჯამური - კვარტალური, წლიური ანგარიშების წარმოებას და მათ ანალიზს, ამ მიზნით სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას;“. 4. მე-6 პუნქტის: ა) ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ლ) უზრუნველყოფს ჯამური – კვარტალური, წლიური ანგარიშების წარმოებას და მათ ანალიზს, ამ მიზნით სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას;“. ბ) ,,მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი: „ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აწარმოებს სხვადასხვა ტიპის კვლევას“. 5. მე-7 პუნქტის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) კოორდინაციას უწევს პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირ(ებ)ს პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილების, გაფართოებული შეხვედრებისა და ექსკურსიების ჩატარება/ორგანიზებაში;“. ბ) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ზ) უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ინფორმირებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის პირობების, ვადებისა და დაფინანსების შესახებ;“. გ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ლ) უზრუნველყოფს ჯამური – კვარტალური, წლიური ანგარიშების წარმოებას და მათ ანალიზს, ამ მიზნით სტრუქტურული ერთეულებიდან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვას;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები