,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 72
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 24/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/10/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 31/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016418
72
24/10/2016
ვებგვერდი, 26/10/2016
120010000.22.026.016418
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №72

2016 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებაში (ვებგვერდი, 11/02/2015, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016301) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების: 

 

1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. გენერალური ინსპექციის სტრუქტურა

გენერალური ინსპექციის სტრუქტურული ერთეულებია (შემდგომში - ერთეული):

ა) ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველო:

ა.ა) ოპერატიული განყოფილება;

ა.ბ) საგამოძიებო განყოფილება.

ბ) ინსპექტირების სამმართველო:

ბ.ა) ადმინიტრაციული ინსპექტირების განყოფილება;

ბ.ბ) ფინანსური შემოწმების განყოფილება;

გ) შიდა კონტროლის სამმართველო;

) ადმინისტრაციული უზრუნველყოფის განყოფილება.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ანაწილებს კომპეტენციებს გენერალური ინსპექციის სტრუქტურულ ერთეულებში შემავალ ქვედანაყოფებს შორის, აგრეთვე მოვალეობებს გენერალური ინსპექციის მოხელეებს შორის,  აძლევს მათ მითითებებს და განკარგულებებს;“;

ბ) მე-7 პუნქტის ,,ა”-,,გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ზედამხედველობას უწევს საკურატორო სფეროში შემავალ ერთეულს, გასცემს მითითებებს და განკარგულებებს;

ბ) ითანხმებს საკურატორო სფეროში შემავალი  ერთეულის მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;

გ) პასუხისმგებელია გენერალური ინსპექციის უფროსის წინაშე საკურატორო სფეროში შემავალი ერთეულს მუშაობის წარმართვისათვის და უზრუნველყოფს მის კონტროლს;”;

გ) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სამმართველოს/განყოფილების უფროსი  დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს/განყოფილების საქმიანობას;

ბ) ანაწილებს სამმართველოს/განყოფილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციას სამმართველოს მოსამსახურეებს შორის;

გ) უზრუნველყოფს სამმართველოს/განყოფილების მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს სამმართველოს/განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;

დ) ახორციელებს სამმართველოში/განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებების შესრულებას;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

9. სამმართველოს/განყოფილების უფროსს შეიძლება ჰყავდეს საშტატო ნუსხის შესაბამისად განსაზღვრული მოადგილე, რომელიც:

ა) სამმართველოს/განყოფილების უფროსის ხელმძღვანელობით წარმართავს სამმართველოს/განყოფილების საქმიანობას;

ბ) ახორციელებს კონტროლს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე;

გ) უზრუნველყოფს სამმართველოს/განყოფილების ეფექტურ ფუნქციონირებას;

დ) საჭიროებისამებრ ვიზირებას უკეთებს სამმართველოში/განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) სამმართველოზე/განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია გენერალური ინსპექციის უფროსის, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის და სამმართველოს/განყოფილების უფროსის წინაშე;

ვ) სამმართველოს/განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის უფლება-მოვალეობებს, ხოლო ორი მოადგილის შემთხვევაში, სამმართველოს/განყოფილების უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის შესაბამისი მოხელე ამ მუხლის 61 პუნქტით დადგენილი წესის დაცვით;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“;

დ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

ე) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბეს შემდეგი რედაქციით:

,,12. კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხელე ანგარიშვალდებულია გენერალური ინსპექციის უფროსის, კურატორი მოადგილის, სამმართველოს/განყოფილების უფროსის, აგრეთვე მათი მოადგილეების წინაშე.

3. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველოს კომპეტენცია

ოპერატიულ-საგამოძიებო სამმართველო:

ა) გეგმვას/ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრობო ღონისძიებებს (მათ შორის, სამინისტროს სხვა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების შესაძლებლობების გამოყენებით) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ამავე კანონით განსაზღვრული მიზნის (მათ შორის, უწყებრივი უშიშროების უზრუნველყოფის დაცვა) მიღწევის უზრუნველსაყოფად;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოწმებს, სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობას მისი გამჟავნების აღმოფხვრის მიზნით და ამზადებს რეკომენდაციებს/წინადადებებს;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვებს ინფორმაციას (მათ შორის, გამოითხოვს პირად საქმეებს და სხვა საჭირო დოკუმენტაციას) მოსამსახურეების მხრიდან შესაძლო მართლსაწინააღმდეგო კავშირების გამოვლენის მიზნით, აგრეთვე მოსამსახურეების მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების და მასთან დაკავშირებული გარემოებების  შესახებ;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსამსახურეთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა პრევენციის მიზნით ატარებს შესაბამის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს და ამზადებს რეკომენდაციებს/წინადადებებს;

ე) ახორციელებს გენერალური ინსპექციის მიერ გამოვლენილ დანაშაულთა გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე.

მუხლი 7. ინსპექტირების სამმართველოს კომპეტენცია

1. ინსპექტირების სამმართველო:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს შემოწმების სუბიექტის ინსპექტირებას და სამსახურებრივ შემოწმებას შესაბამისი წლიური გეგმის საფუძველზე ან არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, შემოწმების სუბიექტის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების მიზნით;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ატარებს შემოწმების სუბიექტის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სამსახურებრივ შემოწმებას მატერიალური და ფინანსური რესურსების ხარჯვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შესწავლის მიზნით;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეისწავლის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის შესაბამისად;

დ) ინსპექტირების და სამსახურებრივი შემოწმების შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ადგენს შესაბამის დასკვნებს, აგრეთვე რეკომენდაციებს/წინადადებებს (მათ შორის, მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე), აგრეთვე განსაზღვრავს შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვებს ინფორმაციას (მათ შორის, გამოითხოვს პირად საქმეებს და სხვა საჭირო დოკუმენტაციას), რაც საჭიროა ამ პუნქტით განსაზღვრული კომპეტენციის განსახორციელებლად.

2. სამსახურებრივი შემოწმების ან ინსპექტირების შემოწმების სუბიექტი, საგანი და ვადა განისაზღვრება:

ა) სამსახურებრივი შემოწმების ან ინსპექტირების წლიური გეგმებით, რომელსაც ამტკიცებს გენერალური ინსპექციის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ბ) გენერალური ინსპექციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით არაგეგმური სამსახურებრივი შემოწმების ან ინსპექტირების საჭიროებისას. 

3. სამსახურებრივი შემოწმების ან ინსპექტირების დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა სამსახურებრივი შემოწმების ან ინსპექტირების ჩამტარებელი ადგენს დასკვნას, რომელიც შედგება შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან, შესაბამისად:

ა) შესავალ ნაწილში აღინიშნება მისი შედგენის დრო და ადგილი, სამსახურებრივი შემოწმების ან ინსპექტირების ჩამტარებელი მოსამსახურეების ვინაობა (სახელი, გვარი, თანამდებობა), შემოწმების სუბიექტი, შემოწმების საგანი, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გენერალური ინსპექციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები; 

ბ) აღწერილობით ნაწილში მოკლედ უნდა მიეთითოს დადგენილი გარემოებები, მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება დასკვნა და მოსაზრებები, რომლებითაც დასკვნის შემდგენი ადასტურებს ან უარყოფს ამა თუ იმ გარემოებას/მტკიცებულებას;

გ) სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება და სამართლებრივი ბაზა, რომლებითაც დასკვნის შემდგენი ხელმძღვანელობდა;

დ) სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს საბოლოო დასკვნას სამართალდარღვევის არსებობის ან არარსებობის თაობაზე.“.

4. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.

5. მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 9. შიდა კონტროლის სამმართველოს კომპეტენცია

შიდა კონტროლის სამმართველო:

ა) გენერალური ინსპექციის უფროსთან შეთანხმებით ახორციელებს გენერალური ინსპექციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კონტროლს;

ბ) ახორციელებს გენერალურ ინსპექციის მოსამსახურეთა მიერ ეთიკისა და დისციპლინური ნორმების დაცვაზე ზედამხედველობას;

გ) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებებს.

მუხლი 10. ადმინისტრაციული უზრუნველყოფის განყოფილების კომპეტენცია

ადმინისტრაციული უზრუნველყოფის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) გენერალური ინსპექციის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგების, აგრეთვე ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციის განხორციელებისას მიღებული ინფორმაციის, აგრეთვე მისი საქმიანობის შედეგების ანალიტიკურ დამუშავებას;

ბ) გენერალური ინსპექციის მიერ გაწეული საქმიანობის ყოველწლიური და მიმდინარე განზოგადებული ანგარიშების შედგენას;

გ) გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირებას (შემოსული ინფორმაციის მიღება, რეგისტრაცია, დამუშავება, ადრესატის განსაზღვრა, ხოლო საჭიროებისას დაინტერესებული პირისათვის კონსულტაციის გაწევა კომპეტენციის ფარგლებში);

დ) ოპერატიულ არქივის მართვას;

ე) ოპერატიული აღრიცხვიანობისა და კონტროლის ორგანიზებას;

ვ) გენერალური ინსპექციის საიდუმლო საქმისწარმოებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) გენერალურ ინსპექციაში შემოსული და გენერალური ინსპექციიდან გასული კორესპონდენციის შესრულების მონიტორინგს;

თ) გენერალური ინსპექციისათვის ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციის განხორციელებისათვის საჭირო ხელის შემწყობი ღონისძიებების ორგანიზებას;

ი) გენერალური ინსპექციის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;

კ) გენერალური ინსპექციის უფროსის დავალებების შესრულებას.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 35-ე დღეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია