დაწყებითი პროფესიული და საშუალო პროფესიული განათლების საფეხურებზე 2003/4 სასწავლო წელს სახელმწიფო დაკვეთის შესახებ

  • Word
დაწყებითი პროფესიული და საშუალო პროფესიული განათლების საფეხურებზე 2003/4 სასწავლო წელს სახელმწიფო დაკვეთის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 416
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 26/08/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 05/09/2003
სარეგისტრაციო კოდი 430.080.000.05.002.002
  • Word
416
26/08/2003
სსმ, 98, 05/09/2003
430.080.000.05.002.002
დაწყებითი პროფესიული და საშუალო პროფესიული განათლების საფეხურებზე 2003/4 სასწავლო წელს სახელმწიფო დაკვეთის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №416

2003 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

დაწყებითი პროფესიული და საშუალო პროფესიული განათლების საფეხურებზე 2003/4 სასწავლო წელს სახელმწიფო დაკვეთის შესახებ

„განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის, „უმაღლესი განათლების საფეხურზე 2003-2004 სასწავლო წელს სახელმწიფო დაკვეთის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 19 მაისის № 220 ბრძანებულების მე-3 პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე დაწყებითი პროფესიული განათლების საფეხურზე მოსწავლეთა მისაღები კონტინგენტი №1 დანართის თანახმად.

2. დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე საშუალო პროფესიული განათლების საფეხურზე მოსწავლეთა მისაღები კონტინგენტი №2 დანართის თანახმად.

3. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა.კარტოზია) ორ კვირაში შეიმუშაოს და შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან შეთანხმებით დაამტკიცოს სახელმწიფო დაკვეთის განთავსება დაწყებითი პროფესიული და საშუალო პროფესიული სასწავლებლების მიხედვით.

ე. შევარდნაძე

2003/4 სასწავლო წელს საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე დაწყებითი პროფესიული განათლების საფეხურზე სახელმწიფო დაკვეთით მოსწავლეთა მისაღები კონტინგენტი

 

ცალკეულ სპეციალობათა დასახელება

რაოდენობა (კაცი)

მიღება საქართველოში სულ

2400

 მათ შორის:

 

ფართო პროფილის მეჩარხე

40

ზეინკალ-შემკეთებელი

220

მაღაროს ელმავლის მემანქანე და ელექტროზეინკალი

40

ფარმაცევტული წარმოების მეაპარატე

20

ელექტროაირშემდუღებელი

60

ელექტრომექანიკოსი, ელექტროდანადგარების შემკეთებელი

 

240

კომპიუტერული სისტემების ოპერატორი

480

სასოფლო-სამეურნეო წარმოების ოსტატი

500

ტრაქტორისტი, სატვირთო ავტომობილების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და მანქანების შემკეთებელ-ზეინკალი

 

 

380

ცხოველთა ვეტერინარული დამუშავების ოპერატორი

100

ფართო პროფილის მშენებელი, დურგალი, ხურო

120

ხალხური რეწვის ოსტატი

120

ტყავსაგალანტერიო ნაწარმის დამზადების ოსტატი

40

პოლიგრაფიული წარმოების ოპერატორი

40

 

2003/4 სასწავლო წელს საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე საშუალო პროფესიული განათლების საფეხურზე სახელმწიფო დაკვეთით მოსწავლეთა მისაღები კონტინგენტი

 

ცალკეულ სპეციალობათა დასახელება

რაოდენობა

(კაცი)

მიღება საქართველოში სულ

3246

მათ შორის:

 

ეკონომიკა და მართვა

695

სოციალური უზრუნველყოფის ორგანიზაცია

380

პედაგოგიკა და მეთოდიკა

655

მედდის საქმე

50

ფიზიკური აღზრდა

90

ფორტეპიანო

86

საორკესტრო საკრავები

44

სიმღერა

24

ქართული ხალხური და საეკლესიო მუსიკა,

მგალობელ-რეგენტი

30

საგუნდო დირიჟორობა

43

მუსიკის თეორია

15

ესტრადის მუსიკალური და საცირკო ხელოვნება

139

ქორეოგრაფია, ბალეტის მსახიობი

50

ფერწერა

43

ქანდაკება

12

მხატვრული გაფორმება

5

დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება

5

კულტურული მომსახურების ორგანიზაცია

30

გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების

რაციონალური გამოყენება

30

სასარგებლო წიაღისეულის საბადოების დამუშავება

55

შავი და ფერადი ლითონების სამსხმელო წარმოება

10

გემის ენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაცია

20

ავტომშენებლობა, ავტომობილებისა და ძრავების ტექნიკური მომსახურება

60

მანქანებისა და მოწყობილობების ექსპლუატაცია, მომსახურება და შეკეთება

40

საწარმოებისა და სამოქალაქო შენობების ელექტრომოწყობილობათა მონტაჟი და ექსპლუატაცია

10

გამოთვლითი ტექნიკა და ავტომატიზებული სისტემები

190

ელექტროკავშირგაბმულობა ტრანსპორტზე

15

რადიოკავშირი, რადიომაუწყებლობა და ტელევიზია

20

საავტომობილო ტრანსპორტზე გადაზიდვების ორგანიზაცია და მოძრაობის მართვა

20

სილიკატური და ძნელდნობადი არალითონური მასალებისა და ნაკეთობების ტექნოლოგია

20

ბიოქიმიური წარმოება

45

ხის დამუშავების ტექნოლოგია

10

პურის ცხობის, მაკარონისა და საკონდიტრო წარმოება

20

მსუბუქი მრეწველობის ნაკეთობათა წარმოება

85

არქიტექტურა

10

შენობებისა და ნაგებობების მშენებლობა და ექსპლუატაცია

80

რკინიგზის მშენებლობა და სალიანდაგო მეურნეობა

10

გამოყენებითი გეოდეზია

30

აეროფოტოგეოდეზია

30

სოფლის მეურნეობის მექანიზაცია

10

სასტუმროებსა და ტურისტულ კომპლექსებში მომსახურების ორგანიზაცია

20

ქიმიური ნაერთების ხარისხის ანალიზურ კონტროლი

10