საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 83
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი 24/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 300300000.22.025.016212
83
24/10/2016
ვებგვერდი, 25/10/2016
300300000.22.025.016212
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №83

2016 წლის 24 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის  თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (სსმ III, 31.08.2006 წ., №117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 41-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7-მე-13 პუნქტები:

„7. ამ წესების 1415 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პრეტენდენტების მიერ ნარჩენი ხელმისაწვდომი მოცულობის მათ მიერ ასათვისებელი ოდენობის (მოთხოვნილი მოცულობა) თაობაზე განაცხადის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან წარდგენის ვადა 2016 წლისთვის გაგრძელდეს 1 დეკემბრამდე.

8. ამ წესების 1415 მუხლის მე-5 პუნქტში გათვალისწინებული განაცხადის დამოწმების ვადა 2016 წლისათვის დადგინდეს განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 (ხუთი) სამუშაო  დღით, ხოლო ხარვეზების არ არსებობის შემთხვევაში, განაცხადი დარეგისტრირდეს  1 (ერთ) სამუშაო დღეში.

9. ამ წესების 1415 მუხლის მე-6 პუნქტში გათვალისწინებული ნარჩენი  ხელმისაწვდომი მოცულობის განაწილება ხორციელდება განაცხადების რეგისტრაციის ვადის ამოწურვიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში.

10. ამ წესების 1423 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის მსურველი პრეტენდენტების მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შესაბამისი განაცხადების წარდგენის ვადა 2016 წლისთვის გაგრძელდეს 1 დეკემბრამდე.

11. ამ წესების 1423 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული  საექსპორტოდ ნებადართული მოცულობის განაწილების სპეციალურ აუქციონს 2016 წლისათვის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ატარებს ამ წესების 41-ე მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი ვადის ამოწურვიდან 4 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში.

12. ამ წესების 1424 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტრანზიტის (რეექსპორტის) მსურველი პრეტენდენტების მიერ დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატთან შესაბამისი განაცხადების წარდგენის ვადა 2016 წლისთვის გაგრძელდეს 1 დეკემბრამდე.

13. ამ წესების 1424 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ სატრანზიტოდ ნებადართულ მოცულობის განაწილების სპეციალურ აუქციონს ატარებს ამ წესების 41-ე მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიილია ელოშვილი