დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს №491 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 587 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/10/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.034.016576 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს №491 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს №491 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/08/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.034.016567) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა/მაშველთა პირად შემადგენლობაში ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური კონკურის გარეშე, სახელმწიფო სპეციალური წოდებით შეიძლება დაინიშნოს: ა) მეხანძრე-მაშველი და მაშველი – ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის/გადაყვანის შემთხვევაში, თუ აღნიშნული დანიშვნა/გადაყვანა გულისხმობს იმავე ან/და ფუნქციურად მსგავსი უფლებამოსილებების განხორციელებას; ბ) კადრების განკარგულებაში აყვანილი მეხანძრე-მაშველი/მაშველი – იმავე ან სააგენტოს სხვა დანაყოფში იმავე, ტოლფას, მაღალ ან უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის დროს; გ) მეხანძრე-მაშველი და მაშველი – უფრო მაღალ ან უფრო დაბალ თანამდებობაზე დანიშვნის (გადაადგილების) შემთხვევაში; დ) მეხანძრე-მაშველი და მაშველი – სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად თანამდებობაზე აღდგენის, ხოლო ასეთის შეუძლებლობისას ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში; ე) სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი, რომელიც უკვე მუშაობს სამინისტროს სისტემაში ან აყვანილია კადრების განკარგულებაში.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები