„ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აგვისტოს N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აგვისტოს N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/10/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 28/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.115.016205
24
20/10/2016
ვებგვერდი, 24/10/2016
010260020.35.115.016205
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აგვისტოს N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

დადგენილება №24

2016 წლის 20 ოქტომბერი

დაბა ლენტეხი

 

,, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ  იქნეს ცვლილება  ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014   წლის 14 აგვისტოს №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18.08.2014 წ., 010260020.35.115.016138) და დადგენილების მე-2 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი  რედაქციით:

,,მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება    სტრუქტურული  ქვედანაყოფის – განყოფილებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:

ა) საკრებულოსა და გამგეობის  სამართლებრივი  მომსახურების  განყოფილება. 

3.  სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ლენტეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014 წლის 21 ივლისის №15 დადგენილებით დამტკიცებული  გამგეობის   დებულების მე-16 მუხლით,  საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №09 დადგენილებით დამტკიცებული საკრებულოს  რეგლამენტით, მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობით.

4. სამსახურის  მოხელეთა   თანამდებობაზე  დანიშვნა-გათავისუფლება  და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება  საკრებულოს 2014 წლის  21 ივლისის №15 დადგენილებით დამტკიცებული   გამგეობის დებულებით  და საკრებულოს  2014 წლის 14 ივლისის  №09 დადგენილებით დამტკიცებული  საკრებულოს  რეგლამენტით და „საჯარო სამსახურის შესახებ’’  საქართველოს კანონის  შესაბამისად.

 2. დებულების 31  მუხლის პირველი პუნქტის სათაური და პირველი  პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 31. სამსახურის სტრუქტურული  ქვედანაყოფის ფუნქციები:

1. საკრებულოსა  და გამგეობის სამართლებრივი  მომსახურების განყოფილება  უზრუნველყოფს   საკრებულოს დადგენილებების სისტემატიზაციასა და კოდიფიცირებას,    გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის,   გამგეობის  თანამდებობის პირებისა და საკრებულოს  თანამდებობის პირების  კონსულტირებას,  სამართლებრივი  დასკვნების  მომზადებას,   სამართლებრივი აქტების  პროექტების  გასწორებას’’.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჩანქსელიანი