დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N09 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/10/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.115.016204 |
|
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №09 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მეორე ნაწილის და 86-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,დასახლების შექმნისა და გაუქმების დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭებისა და შეცვლის, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის №307 დადგენილების მე-2 მუხლის ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ’’ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №09 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge ,17.07.2014 წ., 010250050.35.115.016130) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3- მუხლის მე-2 პუნქტის ,, ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა“ დასახლების შექმნა და გაუქმება, დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მინიჭება და შეცვლა, აგრეთვე დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შუამდგომლობის წარდგენა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1-ივლისის №307 დადგენილების მიხედვით“. |
| მუხლი 2 |
რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,, ზ“ ქვეპუნქტი;
,,ზ“ ამტკიცებს დასახლების საერთო კრების დებულებას’’. |
| მუხლი 3 |
რეგლამენტის 120-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 120. პეტიცია 1. პეტიცია წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა წერილობით ან ელექტრონულ მიმართვას: 2. პეტიციის სახით შეიძლება წარდგენილ იქნეს: ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი; ბ) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები; გ) მუნიციპალიტეტისათვის ან/და დასახლებისათვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე, საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვისა და გადაწყვეტის მოთხოვნა. 3. პეტიცია იწერება და შეიტანება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე.“. |
| მუხლი 4 |
საკრებულოს რეგლამენტის 120-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1201, 1202, 1203, 1204 , 1205, 1206, 1207, 1208. მუხლები.
მუხლი 1201. პეტიციის წარდგენის უფლება პეტიციის წარდგენის უფლება აქვთ შემდეგ სუბიექტებს: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ს; ბ) დასახლების საერთო კრებას( შემდგომ-საერთო კრება). მუხლი 1202. პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეკვიზიტები 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა მიერ წარდგენილი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) შესაბამისი განცხადების ტექსტს; ბ)პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/მომხსენებლების (არაუმეტეს 3 პირისა), სახელს, გვარს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს; გ) პეტიციის წარდგენის თარიღს; დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის პროექტს, 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ე) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს,120-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ვ) კონკრეტულად ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას, 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ.’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირად ნომერს, რეგისტრაციის ადგილს და ხელმოწერას. 2. საერთო კრების მიერ წარდგენილი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) შესაბამისი განცხადების ტექსტს; ბ) პეტიციის წარდგენის თარიღს; გ) დასახლების საერთო კრების რჩეულის (შემდგომში-რჩეულის) ან საერთო კრების უფლებამოსილი პირის ხელმოწერას; დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ე) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ვ) კონკრეტულად ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ.’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
მუხლი 1203. პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარდგენის პროცედურა 1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლები, ან საერთო კრების უფლებამოსილი პირი, ამ თავით განსაზღვრულ საკითხებზე, პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადებას თანდართულ მასალებთან ერთად წარადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოში. პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადებას არეგისტრირებს მუნიციპალიტეის საკრებულოს აპარატი. 2. 1201 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარდგენისას: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი პეტიციის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში პეტიციის წარმდგენ სუბიექტის მომხსენებელს/ მომხსენებლებს გადასცემს პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობას. რეგისტრაციაში გატარებაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ თავით დადგენილი მოთხოვნები ან/და პეტიციით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენ სუბიექტს გადასცემს მხარდამჭერთა სიის ბლანკებს, რომელიც უნდა შეიცავდეს მხარდამჭერის სახელის და გვარის, დაბადების თარიღის (რიცხვი, თვე, წელი პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომრის, რეგისტრაციის ადგილის, ხელმოწერის თარიღსა და ხელმოწერას; გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ გაცემულ თითოეულ ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის (მომხსენებლის/ მომხსენებლების) სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადობის მოწმობის (პასპორტის ნომერი, რეგისტრაციის ადგილი (პირადობის მოწმობის მიხედვით) ხელმოწერით დადასტურების თარიღი და ხელმოწერა შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ გაცემული თითოეული ბლანკი დამოწმებული უნდა იყოს აპარატის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ და თითოეულ ბლანკზე შესაძლებელია არაუმეტეს 50 ხელმოწერის განხორციელება; ე) პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ გაცემული რეგისტრაციის მოწმობის და შესაბამისი ბლანკების გადაცემიდან 45 სამუშაო დღის ვადაში, უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების 1201 მუხლის პირველი პუნქტის ,, ა-ბ’’ ქვეპუნქტებით დადგენილი ოდენობის ხელმოწერათა შეგროვება და მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა; ვ) პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენი სუბიექტის მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოში შესაბამისი ოდენობის ხელმოწერათა წარდგენის შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი რეგისტრაციაში ატარებს პეტიციას და 7 კალენდარული დღის ვადაში, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, ამოწმებს წარდგენილი სიის 20%-ის ნამდვილობას; ზ) ხელმოწერა ბათილად მიიჩნევა, თუ: ზ.ა) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული სახელი და გვარი; ზ.ბ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); ზ.გ) მითითებული არ არის ან არასრულად არის მითითებული რეგისტრაციის ადგილი (დასახლებული პუნქტი, ქუჩა, სახლისა და ბინის ნომერი); ზ.დ) ხელმოწერის თარიღი მითითებული არ არის ან არ ემთხვევა ამ კანონით განსაზღვრულ ამომრჩეველთა სიის შედგენის ვადას: ზ.ე) არ არის ხელმოწერილი ან ხელმოწერა შესრულებულია სხვა პირის მიერ და ამას წერილობით ადასტურებს ამომრჩეველი, რომლის ნაცვლადაც შესრულებულია ხელმოწერა; ზ.ვ) ამომრჩეველთა სიაში შეყვანილია სხვა დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩეველი; ზ.ზ) ხელმომწერი პირი წარდგენილი განცხადებით ადასტურებს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო მოტყუებით, მუქარით ან ძალდატანებით; ზ.თ) არასრულად ან არასწორად არის მითითებული საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ზ.ი) ხელმოწერა შესრულებულია იმ ფურცელზე , რომელიც არ შეესაბამება ამომრჩეველთა სიის დადგენილ და დამოწმებულ ფორმას; თ) თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა აღმოჩნდა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, ან შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა 10%-ზე ნაკლები აღმოჩნდა ამომრჩეველთა სიის გაბათილებული ნაწილი უბრუნდება საინიციატივო ჯგუფს და აძლევს 10 დღის ვადას ხარვეზის შესავსებად. ხარვეზების შესავსებად; ი) ამ მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამომრჩეველთა სიის ვარიანტს დაამოწმებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი ზემოთ ხსენებული წესით 5 კალენდარული დღის ვადაში. თუ ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, ამომრჩეველთა სია მთლიანად ბათილდება და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენ სუბიექტს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულებით უარი ეთქმევა პეტიციის წარდგენის შესახებ განცხადების რეგისტრაციაზე. 3. პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელს/მომხსენებლებს უფლება აქვს/აქვთ, რეგისტრაციაში გატარებაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უარი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაასაჩივროს/ გაასაჩივრონ სასამართლოში. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება 1201 მუხლის პირველი პუნქტის „ბ’’ ქვეპუნქტის შემთხვევაში და საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირი მხოლოდ საერთო კრების ოქმის ნამდვილობას ამოწმებს. მუხლი 1204. პეტიციის გამოქვეყნება 1. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს პეტიციის გამოქვეყნებას პროაქტიულად, როგორც ელექტრონული, ასევე ბეჭდური ფორმით, მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში. პეტიცია ქვეყნდება ბეჭდური ფორმით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში გამოყოფილ განცხადებების დაფაზე და დასახლებებში კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 1205. პეტიციის განხილვის მომზადება 1. 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პეტიციას მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღებისათვის საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 2. 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პეტიციის წარდგენის შემთხვევაში, საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციიდან 7 კალენდარული დღის ვადაში პეტიცია შესასწავლად გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის კომისიას ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამის სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით, ან აღნიშნული პეტიცია უფლებამოსილების შესაბამისად ეგზავნება მუნიციპალიტეტის გამგებელს. მუხლი 1206. პეტიციის განხილვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება 1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისია ან სამუშაო ჯგუფი პეტიციას 1205 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით მიღებიდან 15 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას: ა) პეტიციის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის პროექტის მომზადების მიზანშეუწონლად მიჩნევის თაობაზე; ბ) 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიციის შესწავლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომისათვის განსახილველად წარდგენის თაობაზე; ბ) პეტიციის განხილვის მიზანშეწონილად მიჩნევის თაობაზე; 2. მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის პეტიციის გაგზავნის შემთხვევაში საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის გამგებელს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის ან /და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა. 3. 1205 მუხლის და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა ეცნობოს პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების წარმდგენ სუბიექტს. 4. პეტიციის ინიციატორებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის სამუშაო ჯგუფის სხდომების გამართვის თარიღი, დრო და მდებარეობა 1 კვირით ადრე უნდა ეცნობოთ. მუხლი 1207. პეტიციის განხილვა. 1.1206 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, 1 თვის ვადაში, საკრებულოს სხდომას განსახილველად წარედგინება შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი, რომელსაც საკრებულო განიხილავს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 2. 1206 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში მზადდება პეტიციის შესახებ დასკვნა და პეტიცია დასკვნასთან ერთად განსახილველად წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას. საკრებულო გადაწყვეტილებას პეტიციის შესახებ იღებს 1 თვის ვადაში. 3. 1206 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რასაც იგი ცნობად იღებს ან არ ეთანხმება შესაბამისი კომისიის/ სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებას. 4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადები მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება 1 თვით გაგრძელდეს. 5. მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია განიხილოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მიერ, უფლებამოსილების შესაბამისად გადაგზავნილი პეტიცია და განხილვის შედეგების შესახებ აცნობოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და პეტიციის წარმდგენ სუბიექტს, პეტიციის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში. ეს ვადა საკრებულოს ბიუროს მიერ შეიძლება გაგრძელდეს 1 თვით. 6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის ან სამუშაო ჯგუფის სხდომაზე პეტიციას წარადგენს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო ჯგუფის სხდომაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს/მონაწილეობენ პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებელი/მომხსენებლები საქართველოს კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 87-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის გამგებელს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის ან/და პეტიციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა. მუხლი 1208. პეტიციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება 1. პეტიციის განხილვის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს პეტიციის განხილვასთან დაკავშირებულ განცხადების წარმდგენ სუბიექტს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. თუ პეტიცია საერთო კრების მიერ არის წარდგენილი, პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების შესაბამისმა მოსამსახურეებმა საერთო კრებას უნდა წარუდგინონ უშუალოდ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში ან/და უნდა წარუდგინონ საერთო კრების რჩეულს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში. |
| მუხლი 5 |
ეთხოვოს მუნიციპალიტეტის გამგებელს დასახლების საერთო კრების მიერ ინიციირებული პეტიციის მხარდამჭერთა სიის ბლანკის ფორმის დამტკიცება. |
| მუხლი 6 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები