დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 სექტემბრის #20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/10/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.154.016278 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/10/2016 - 22/11/2016)
|
,,თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1.
|
,,თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 სექტემბრის №20 დადგენილებაში (სსმ, 09/09/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.154.016272) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
|
1.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სამსახური უზრუნველყოფს გამგებლის გადაწყვეტილებების შესრულებას, ამზადებს გამგებლის და მისი დავალებით საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს, თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად“. |
2.
მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს ტერმინი ,,შეჭირვებული ოჯახები“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სტატისტიკური მონაცემების წარმოება კატეგორიების გათვალისწინებით (მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა დედები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ა.შ.) შესაბამისი სამსახურების ჩართულობით;“ |
3.
მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ივლისის №17 დადგენილებით დამტკიცებული თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. 3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ივლისის №17 დადგენილებით დამტკიცებული თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-17 მუხლით, ხოლო სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით“. |
4.
მე-4 და მე-5 მუხლები ამოღებულ იქნეს.
|
მუხლი 2.
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები