დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2/2337 |
| დოკუმენტის მიმღები | ქუთაისის საქალაქო სასამართლო |
| მიღების თარიღი | 10/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქმე №2/2337
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2016 წლის 10 ოქტომბერი
ქ . ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გენადი მაკარიძემ განიხილა სს ,,ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის’’ კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2015 წლის 25 დეკემბრის განჩინებით განმცხადებლის სს ,,ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის’’ (დირექტორი გიორგი სამველიძე) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
2016 წლის 7 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების სამსახურის ქეის-მენეჯერმა მიხეილ ლომთაძემ და განმარტა, რომ კომპანიას საბანკო ანგარიშზე განთავსებული აქვს თანხა 13511,50 ლარის ოდენობით, რაც აღემატება კრედიტორული მოთხოვნების ჯამურ ოდენობას. სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი ითხოვს კრედიტორთა კრების მოწვევას სს „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მომდევნო ეტაპზე გადასვლის მიზნით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეულ უნდა იქნეს სს „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის’’ კრედიტორთა კრება.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მოწვეულ იქნეს სს ,,ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის’’ კრედიტორთა კრება 2016 წლის 24 ოქტომბერს, 14:00 საათზე .
2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.
4 . განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე გენადი მაკარიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები