დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო კანცელარიის ზოგიერთი მოხელის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 409 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 20/08/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 96, 01/09/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №409
2003 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
სახელმწიფო კანცელარიის ზოგიერთი მოხელის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის დამტკიცების თაობაზე
„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის 143 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად:
1. განისაზღვროს და დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილისა და საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამასახურის მოხელეთა თანამდებობრივ სარგოთა განაკვეთები (თანამდებობრივი ნუსხის მიხედვით).
2. ბრძანებულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ სახელმწიფო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დაფინანსება მიმდინარე წელს განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიისათვის დამტკიცებული სახელფასო ფონდიდან, ხოლო მომავალ 2004 წლიდან – სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს სახელმწიფო კანცელარიისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნული ღონისძიებისათვის საჭირო დაფინანსების მატება მომავალი წლიდან გაითვალისწინოს „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტში.
4. ბრძანებულება ამოქმედდეს 2003 წლის 1 სექტემბრიდან.
ე. შევარდნაძე
სახელმწიფო კანცელარიის ზოგიერთი მოხელის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების ნუსხა
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი – 720 ლარი
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე – 650 ლარი
საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის უფროსი – 650 ლარი
საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის უფროსის მოადგილე – 570 ლარი
საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის განყოფილების უფროსი – 500 ლარი
საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის განყოფილების რეფერენტი – 430 ლარი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები