დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/01/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 18/01/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №2
2010 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
„გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს №143 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №97, მუხლი 1095) შეტანილ იქნეს ცვლილება და №3 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
„დანართო №3
| სეს ესნ კოდი | დასახელება | ||
| 1 | 2 | ||
|
ჯგუფი 06. ცოცხალი ხეები და სხვა მცენარეები; ბოლქვები, ფესვები და მცენარის სხვა ანალოგიური ნაწილები; მოჭრილი ყვავილები და დეკორატიული ბალახი
| |||
| 0601 | ბოლქვები, ტუბერები, ტუბერისებრი ფესვები, ტუბერბოლქვები, ფესურები, განშტოებულის ჩათვლით, ვეგეტაციური სიმშვიდის, ვეგეტაციის ან ყვავილობის მდგომარეობაში; ვარდკაჭაჭას მცენარეები და ფესვები, 1212 სასაქონლო პოზიციის ფესვების გარდა | ||
| 0602 | დანარჩენი ცოცხალი მცენარეები (მათი ფესვების ჩათვლით), კალმები და გადანაწვენები; სოკოს მიცელიუმი | ||
|
ჯგუფი 07. ბოსტნეული და ზოგიერთი საკვები ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები
| |||
| 0701 | კარტოფილი, ახალი | ||
| 0703 | ხახვი, თავიანი, ხახვი-შალოტი, ნიორი, პრასი და დანარჩენი ხახვისნაირი ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული | ||
| 0713 | პარკოსანი ბოსტნეული, ხმელი, დაჩურჩული, სათესლე, ქერქისაგან გაცლილი ან გაუცლელი, დამტვრეული ან დაუმტვრეველი | ||
| 0714 | მანიჰოტი, მარანთა, სალეპი, მიწის მსხალი ანუ ტოპინამბური, ტკბილი კარტოფილი, ანუ ბატატი, და სხვა ანალოგიური ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები სახამებლის ან ინულინის მაღალი შემცველობით, ახალი, გაცივებული, გაყინული ან ხმელი, მთელი ან დაჭრილი პატარა ნაჭრებად | ||
|
ჯგუფი 08. საჭმელი ხილი და კაკალი. ციტრუსოვანების ან ნესვების კულტურების ქერქი და კანი
| |||
| 0805 | ციტრუსები, ახალი ან ხმელი | ||
| 0806 | ყურძენი, ახალი ან ხმელი | ||
| 0807 | ნესვი (საზამთროს ჩათვლით) და პაპაია, ახალი | ||
|
ჯგუფი 10. მარცვლოვანები
|
| |||
| 1001 | ხორბალი და მესლინი |
| ||
| 1002 00 000 00 | ჭვავი |
| ||
| 1003 00 | ქერი |
| ||
| 1004 00 000 00 | შვრია |
| ||
| 1005 | სიმინდი |
| ||
| 1007 00 | სორგო მარცვლოვანი |
| ||
|
ჯგუფი 11. ფქვილ-ბურღულეული მრეწველობის პროდუქცია; ალაო, სახამებელი, ინულინი, ხორბლის წებოვანა
|
| |||
| 1101 00 110 00 1101 00 150 00 | ფქვილი ხორბლის |
| ||
| 1101 00 900 00 | ხორბალ-ჭვავის ფქვილი |
| ||
| 1102 | დანარჩენი მარცვლეულის ფქვილი, გარდა ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავისა |
| ||
| 1103 | ბურღული, უხეშად ნაფქვავი ფქვილი და მარცვლოვანების მარცვლის გრანულები |
| ||
| 1104 | მარცვლოვანების მარცვალი, დამუშავებული სხვა ხერხით (მაგალითად, დაჩურჩული, გაბრტყელებული, გადამუშავებული ფანტელებად, დატეხილი, დაროშილი ან დამსხვრეული), გარდა 1006 სასაქონლო პოზიციის ბრინჯისა; მარცვლოვანების მარცვლის ჩანასახები, მთლიანი, გაბრტყელებული, ფანტელების სახით ან დაფქული |
| ||
| 1106 10 000 00 | წმინდად და უხეშად ნაფქვავი ფქვილი და ფხვნილი 0713 სასაქონლო პოზიციის ხმელი პარკოსანი ბოსტნეულის |
| ||
| 1107 10 | ალაო მოუხალავი ხორბლისაგან |
| ||
| 1107 10 110 00 | ფქვილის სახით |
| ||
| 1107 10 190 00 | დანარჩენი |
| ||
| 1107 10 910 00 | ფქვილის სახით |
| ||
| 1107 10 990 00 | დანარჩენი |
| ||
|
ჯგუფი 12. ზეთოვანი თესლები და ნაყოფები; დანარჩენი თესლები; ნაყოფები და მარცვალი; სამკურნალო მცენარეები და მცენარეები ტექნიკური მიზნებისათვის; ჩალა და ფურაჟი
|
| |||
| 1204 00 | თესლი სელისა, დაუმსხვრეველი |
| ||
| 1205 | თესლი რაფსისა, ანუ კოლზისა, დაუმსხვრეველი |
| ||
| 1206 00 | თესლი მზესუმზირასი, დაუმსხვრეველი |
| ||
| 1207 | თესლი და ნაყოფები სხვა ზეთოვანი კულტურებისა, დაუმსხვრეველი |
| ||
| 1209 | თესლი, ნაყოფი და სპორები სათესად |
| ||
|
ჯგუფი 17. შაქარი და შაქრის საკონდიტრო ნაწარმი
|
| |||
| 1701 | ლერწმის ან ჭარხლის შაქარი და ქიმიურად სუფთა საქაროზა, მყარ მდგომარეობაში |
| ||
| კოდის გარეშე | ნიადაგი ნებისმიერი სახით |
| ||
| კოდის გარეშე | ცოცხალი მწერები სამეცნიერო მიზნებისათვის |
| ||
| კოდის გარეშე | ბაქტერიების, სოკოების, ვირუსების ცოცხალი კულტურები, ცოცხალი ტკიპები და ნემატოდები სამეცნიერო მიზნებისათვის. |
| ||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები