2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, თვითმმართველი ქალაქის - ახალციხის მერისა და ზოგიერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, თვითმმართველი ქალაქის - ახალციხის მერისა და ზოგიერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 70/2016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 19/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016309
70/2016
19/10/2016
ვებგვერდი, 19/10/2016
010190020.15.008.016309
2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, თვითმმართველი ქალაქის - ახალციხის მერისა და ზოგიერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №70/2016

2016 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, თვითმმართველი ქალაქის ახალციხის მერისა და ზოგიერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, თვითმმართველი ქალაქის ახალციხის მერისა და ზოგიერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა) დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ლაგოდეხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2016 წლის 30 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საჭირო ხარჯები დაფინანსდეს 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლაგოდეხის და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოების 2016 წლის 30 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2016 წლის 12 სექტემბრის №66/2016 დადგენილება.
მუხლი 4
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი



საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
2016 წლის 19 ოქტომბრის №70/2016 დადგენილების დანართი

პროგრამული კოდი ხარჯთაღრიცხვა სულ
(ლარი) 
06 02 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია       6,056,718
  ხარჯები           6,056,718
  შრომის ანაზღაურება           4,160,897
  საქონელი და მომსახურება              722,271
  სხვა ხარჯები           1,173,550
06 02 01 არჩევნების ჩატარების ღონისძიებები       5,467,080
  ხარჯები           5,467,080
  შრომის ანაზღაურება           4,103,473
  საქონელი და მომსახურება              637,507
  სხვა ხარჯები              726,100
06 02 02 არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადება          142,188
  ხარჯები              142,188
  შრომის ანაზღაურება                57,424
  საქონელი და მომსახურება                84,764
06 02 04 საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსება          447,450
  ხარჯები              447,450
  სხვა ხარჯები              447,450