ცაგერის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

ცაგერის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2183
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022407
2183
07/10/2016
ვებგვერდი, 24/10/2016
000000000.00.003.022407
ცაგერის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2183

2016 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ცაგერის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს 136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში დებულება) 74 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის 265 განკარგულებითა და „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 მაისის 964 განკარგულებით გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისა და გაბიონების მოწყობის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტი, 3 თვის ვადით, გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 400 (ოთხასი) კბ.მ  ლოდნარი და 6800 კბ.მ  კირქვის ღორღი შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:      

ა) სოფ. ჭალისთავის მიმდებარე ტერიტორია 400  კბ.მ ლოდნარი:

 

X

Y

1

314423

4721253

2

314470

4721303

3

314527

4721237

4

314634

4721227

5

314634

4721170

6

314586

4721100

S = 1.80 ჰა

WGS 1984;

 

       ბ) სოფ. ოყურეშის  მიმდებარე ტერიტორია 6800 კბ.მ კირქვის ღორღი:

 

X

Y

1

310475

4715097

2

310471

4715092

3

310464

4715096

4

310465

4715120

5

310469

4715121

6

310476

4715119

7

310485

4715117

8

310492

4715122

9

310491

4715139

10

310495

4715143

11

310501

4715140

12

310505

4715132

13

310506

4715124

14

310506

4715114

15

310506

4715099

16

3105 08

4715088

17

310508

4715075

18

310506

4715070

19

310499

4715066

20

310491

4715066

21

310494

4715073

22

310497

4715083

23

310495

4715092

24

310485

4715098

S = 0. 16 ჰა

WGS 1984.

 

2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი ცაგერის მუნიციპალიტეტი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის.  

3. დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა და ცაგერის მუნიციპალიტეტმა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი ოდენობის თანხების გადახდა:

ა) სოფ. ჭალისთავის მიმდებარე ტერიტორია – 400 კბ.მ ლოდნარის  მოპოვებისთვის   2, 800 ლარი;

ბ) სოფ. ოყურეშის მიმდებარე ტერიტორია 6800  კბ.მ  კირქვის ღორღის მოპოვებისთვის 10, 200 ლარი.

4. ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა  (შემდგომში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

5. ცაგერის მუნიციპალიტეტმა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                                                                  გიორგი კვირიკაშვილი