დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობას, „Calik Enerji Sanayi Ve Ticaret A.S“-ს,სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2014 წლის 11 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2176 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022393 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2176
2016 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, „Calik Enerji Sanayi Ve Ticaret A.S“-ს, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2014 წლის 11 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია, საქართველოს მთავრობას, „Calik Enerji Sanayi Ve Ticaret A.S“-ს, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2014 წლის 11 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის 24.2 პუნქტის საფუძველზე ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე.
2. „Calik Enerji Sanayi Ve Ticaret A.S“-ის/შპს „ჩალიკ ჯორჯიას“ მიერ ურთიერთგაგების მემორანდუმის 25.3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემდეგ, „Calik Enerji Sanayi Ve Ticaret A.S“-ს დაუბრუნდეს, ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ წარმოდგენილი საბანკო გარანტია 1,118,000.00 (ერთი მილიონ ას თვრამეტი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული საბანკო გარანტიის დაბრუნების თაობაზე გარანტიის გამცემ ბანკში წარსადგენ წერილზე, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს ილია ელოშვილს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები