დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ზოგიერთი გადასახდელის დაფინანსების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2175 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022395 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2175
2016 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ზოგიერთი გადასახდელის დაფინანსების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული/გასაფორმებელი ზოგიერთი ხელშეკრულების დაფინანსება 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის ფარგლებში, ამავე სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები