სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფიზიკური პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფიზიკური პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2163
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022385
  • Word
2163
07/10/2016
ვებგვერდი, 24/10/2016
000000000.00.003.022385
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფიზიკური პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2163

2016 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფიზიკური პირისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების დანართით განსაზღვრულ ფიზიკურ პირს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს ამავე დანართით განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრებაშიარსებული მოძრავი ქონება.

2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში;

ბ) ფ/პ გულადი ბერაიას (პ/ნ: 58001017328) მხრიდან სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე უარის თქმა, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                               გიორგი კვირიკაშვილი