სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2161
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022388
  • Word
2161
07/10/2016
ვებგვერდი, 24/10/2016
000000000.00.003.022388
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2161

2016 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის“ იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ (ს/კ: 205129617) იჯარის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლის ვადით, წლიური საიჯარო ქირით - 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარად, გადასცეს ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:

ა) ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებულ გაზის მილებზე დაერთებული მომხმარებლების გაზმომარაგების უზრუნველყოფა;

ბ) „შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის ფორმით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №417 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან 2013 წლის 25 ივლისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების გაფორმებამდე, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სარგებლობისთვის ყოველ დღეზე 68.70 ლარის გადახდა, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                   გიორგი კვირიკაშვილი