შპს „ლბ-გრუპისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის გაცემისა და 30 გრადუსიდან 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე სპეციალური ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2160
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022390
  • Word
2160
07/10/2016
ვებგვერდი, 24/10/2016
000000000.00.003.022390
შპს „ლბ-გრუპისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის გაცემისა და 30 გრადუსიდან 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე სპეციალური ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2160

2016 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს „ლბ-გრუპისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის გაცემისა და 30 გრადუსიდან 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე სპეციალური ჭრის განხორციელებაზე ნებართვის მიცემის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, 33-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და 272 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის/მოპოვებისა და აღნიშნული საქმიანობის უზრუნველსაყოფად საჭირო დამხმარე გზების მშენებლობა-მოწყობის მიზნით, სსიპ − ეროვნულ სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდში, გურიის სატყეო სამსახურის ლანჩხუთის სატყეო უბნის მთის სატყეოსკვ. №39-სა და №17-ში მდებარე 34804 კვ.მ მიწის ფართობით (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №27.10.48.100; №27.10.48.101; №27.10.48.102; №27.10.48.103; №27.10.48.104; №27.10.48.105; №27.10.48.106; №27.10.48.107; №27.10.48.108; №27.10.48.109; №27.10.48.110; №27.11.48.333; №27.11.48.334) სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლება 2025 წლის 2 დეკემბრამდე მიენიჭოს შპს „ლბ-გრუპს“ (ს/კ: 437066023).

2. შპს „ლბ-გრუპს“ მიეცეს უფლება, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სპეციალური ჭრები განახორციელოს 30 გრადუსიდან 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე.

3. შპს „ლბ-გრუპი“ ვალდებულია, ბუნებრივი გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი