დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2117 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022380 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2117
2016 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში – დებულება) 74 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, 3 თვის ვადით, გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 9480 (ცხრა ათას ოთხას ოთხმოცი) მ3 ქვიშა-ხრეში შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
ა) სოფ. გომბორის ტერიტორია – 730 კბ.მ ქვიშა-ხრეში:
| № | X | Y |
| 1 | 515935 | 4634009 |
| 2 | 515924 | 4634075 |
| 3 | 515964 | 4634050 |
| 4 | 515993 | 4634071 |
| S = 0.15 ჰა | ||
| WGS 1984; | ||
ბ) სოფ. ზემო ყანდაურას ტერიტორია – 550 კბ.მ ქვიშა-ხრეში:
| № | X | Y |
| 1 | 549247 | 4614756 |
| 2 | 549253 | 4614757 |
| 3 | 549287 | 4614741 |
| 4 | 549279 | 4614735 |
| S = 0.03 ჰა | ||
| WGS 1984; | ||
გ) სოფ. დიდი ჩაილურის ტერიტორია – 1000 კბ.მ ქვიშა-ხრეში:
| № | X | Y |
| 1 | 542210 | 4617763 |
| 2 | 542236 | 4617792 |
| 3 | 542200 | 4617807 |
| 4 | 542170 | 4617771 |
| S = 0.16 ჰა | ||
| WGS 1984; | ||
დ) სოფ. თულარის ტერიტორია - 5400 კბ.მ ქვიშა-ხრეში:
| № | X | Y |
| 1 | 545551 | 4602009 |
| 2 | 545549 | 4602005 |
| 3 | 545537 | 4601945 |
| 4 | 545562 | 4601939 |
| 5 | 545581 | 4601983 |
| S = 0.18 ჰა | ||
| WGS 1984; | ||
ე) ქ. საგარეჯოს ტერიტორია - 1800 კბ.მ ქვიშა-ხრეში:
| № | X | Y |
| 1 | 526833 | 4620915 |
| 2 | 526860 | 4620906 |
| 3 | 526857 | 4620844 |
| 4 | 526822 | 4620842 |
| S = 0.21 ჰა | ||
| WGS 1984. | ||
2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი - საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) ქ. საგარეჯოს ტერიტორიაზე ქვიშა-ხრეში მოიპოვოს არა უმეტეს 1 მეტრის ჩაღრმავებით;
გ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის.
3. დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი ოდენობის თანხების გადახდა:
ა) სოფ. გომბორის ტერიტორია – 730 კბ.მ ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 146 ლარი;
ბ) სოფ. ზემო ყანდაურას ტერიტორია – 550 კბ.მ ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 110 ლარი;
გ) სოფ. დიდი ჩაილურის ტერიტორია – 1000 კბ.მ ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 200 ლარი;
დ) სოფ. თულარის ტერიტორია – 5400 კბ.მ ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 1080 ლარი;
ე) ქ. საგარეჯოს ტერიტორია – 1800 კბ.მ ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 360 ლარი.
4. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).
5. საგარეჯოს მუნიციპალიტეტმა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები