შპს „აჭარ ენერჯი - 2007“-ისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
შპს „აჭარ ენერჯი - 2007“-ისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2116
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022379
  • Word
2116
07/10/2016
ვებგვერდი, 24/10/2016
000000000.00.003.022379
შპს „აჭარ ენერჯი - 2007“-ისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2116

2016 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს „აჭარ ენერჯი - 2007“-ისათვის სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „საქართველოსწითელი ნუსხისადაწითელი წიგნისშესახებსაქართველოს კანონის 24- მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტის, ამავე მუხლის 2 3 პუნქტისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის №213 დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასა და შპს „აჭარ ენერჯი – 2007“-ს შორის 2011 წლის 1 ივლისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობების შესაბამისად, ელექტროგადამცემი ხაზის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს „აჭარ ენერჯი – 2007“-ს (ს/კ: 245591426) მიეცეს უფლება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მართვას დაქვემდებარებულ მიწის ნაკვეთებზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №22.31.01.801, №22.31.01.798, №22.28.11.062, №22.28.11.061, №22.31.03.327, №22.31.03.328, №22.31.03.329, №22.31.03.330, №22.31.03.331, №22.31.03.332, №22.31.03.333, №22.31.03.334, №22.31.03.335, №22.32.02.894) მდებარე, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები:

ა) ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 139 ინდივიდი;

ბ) უთხოვარი (Taxus baccata L.) – 10 ინდივიდი;

გ) კაკლის ხე  (Juglans regia L.) – 23 ინდივიდი;

დ) კოლხური ბზა (Buxus colchica Pojark.) – 1 კბ.მ.

2. შპს „აჭარ ენერჯი – 2007“ ვალდებულია:

ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;

ბ) ბუნებრივი გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული,  საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

 

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი