დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2104 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022367 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №210 4
2016 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, რომ შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს“ (ს/კ: №202352514) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ქიზიყის ქ. №19-21-23-ის მიმდებარედ, 2949 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.19.24.004.049) შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ქიზიყის ქ. №19-ში (ნაკვეთი №04/015) მდებარე 3050 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.19.24.004.042) უფლებრივი ტვირთისაგან, მათ შორის, მესამე პირ(ებ)ის უფლებებისგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, იმ პირობით, რომ შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ დაფარავს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 19 სექტემბრის №005602616 და №005602516 დასკვნებით დადგენილ, ამ პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონებების საბაზრო ღირებულებებს შორის არსებულ სხვაობას (8968 (რვა ათას ცხრაას სამოცდარვა) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები