სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2103
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022366
  • Word
2103
07/10/2016
ვებგვერდი, 21/10/2016
000000000.00.003.022366
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2103

2016 წლის 7 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს საკუთრებაში გადაეცეთ ამავე დანართში მითითებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, ამავე დანართით განსაზღვრული საპრივატიზებო თანხის გადახდის სანაცვლოდ.

2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი