დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 401 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 18/08/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 91, 20/08/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/07/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.040.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №401
2003 წლის 18 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 27 მარტის №179 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. VII თავის მე-17 პუნქტის გ) და ე) ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
2. VII თავის მე-20 და 21- პუნქტები ამოღებულ იქნეს.
3. VII თავის 22-ე პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. „საქსტანდარტის“ სისტემაში შედიან „საქსტანდარტის“ აფხაზეთსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიული ორგანოები, „საქსტანდარტის“ ტერიტორიული ორგანოები ქალაქებში: ამბროლაური, ახალციხე, გორი, ზუგდიდი, თელავი, ოზურგეთი, რუსთავიუ, ფოთი, მცხეთა და ქუთაისი, საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის გამგებლობაში არსებული საქვეუწყებო დაწესებულება – „პროდუქციისა და მომსახურების უსაფრთხოების სახლემწიფო ზედამხედველობის ინსპექცია“, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „აკრედიტაციის ეროვნული ორგანო“, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ეროვნული ინსტიტუტი“ და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „მეტროლოგიის ცენტრი“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები