,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხებზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციაპლიტეტის საკრებულოს 2016 წლის 13 სექტემბრის N163 დადგენილებში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხებზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციაპლიტეტის საკრებულოს 2016 წლის 13 სექტემბრის N163 დადგენილებში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 164
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/10/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 11/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016375
164
13/10/2016
ვებგვერდი, 17/10/2016
010250020.35.160.016375
,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხებზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციაპლიტეტის საკრებულოს 2016 წლის 13 სექტემბრის N163 დადგენილებში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №164

2016 წლის 13 ოქტომბერი

ქ. რუსთავი

 

,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხებზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციაპლიტეტის საკრებულოს 2016 წლის 13 სექტემბრის №163 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრეფიული ობიექტების სახელდების საკითხებზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციაპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 13 სექტემბრის №163 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,14/09/2016წ., №010250020.35.160.016374) შევიდეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი 1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე



დანართი 1
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხებზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.   ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხებზე მომუშავე დროებითი სამუშაო ჯგუფის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების (ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის და ა.შ.)   სახელდების დადგენის პირობებს.

2. წესის მიღების მიზანია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული  ობიექტების სახელდების მოწესრიგება.

3. წესი შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის239 დადგენილების, ასევე სხვა ნორმატიული და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.

 


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა)   გეოგრაფიული ობიექტი – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, ესა თუ ის ზონა, მიკრორაიონი, წყარო, მოედანი, პროსპექტი (გამზირი), გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ესპლანადი, ბულვარი, ხეივნი, სკვერი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, სასაფლაო, პანთეონი, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო სისტემა და ა.შ. და სხვა მსგავსი ობიექტი;

ბ)   გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების დადგენა – არსებული სახელწოდების გამოვლენა, სახელწოდების არმქონე ობიექტის სახელდება, აგრეთვე სახელდებული ობიექტებისთვის სახელწოდების გადარქმევა;

გ)   გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების ნორმალიზება – ობიექტის სახელწოდების კორექტირება ეროვნული და ქალაქის ტრადიციების მიხედვით;

დ) სატრანსპორტო სისტემის ობიექტი – მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, ავტოსადგური, რკინიგზის სადგური ან გაჩერება, ვაგზალი, პლატფორმა;

ე) სახელდება – ამ წესის შესაბამისად უსახელო ობიექტისთვის სახელის მინიჭება ან სახელის მქონესთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა);

ვ) სახელმწიფო მოღვაწე – პირი, რომელსაც თავისი სახელმწიფოებრივ-თანამდებობრივი მდგომარეობის ან/და პოლიტიკური ავტორიტეტის საფუძველზე, განსაკუთრებული დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში;

ზ) საზოგადო მოღვაწე – პირი, რომელსაც განსაკუთრებული დამსახურება აქვს საქართველოს ან/და კაცობრიობის წინაშე, კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების, სამშობლოს დაცვის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში ან საზოგადოებრივი საქმიანობის სხვა სფეროში;

თ) ბინა მრავალბინიან სახლში – ინდივიდუალური საკუთრების საგანი მრავალბინიან სახლში, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი (მ/შ კომერციული) მიზნებისთვის;

ი) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი მესაკუთრე (ფიზიკური ან იურიდიული პირი), აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული სახელდება;

კ) შენობა – მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოთა შედეგად, საძირკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციების გამოყენებით, დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც გამიზნულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის;


მუხლი 3. სახელდების პრინციპები
1.  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიულ ობიექტთა სახელდების ძირითადი პრინციპებია:

ა)   ერთიანი საქალაქო პოლიტიკის გატარება;

ბ)   ისტორიული ტოპონიმიკის მაქსიმალურად გამოვლენა, შენარჩუნება და აღდგენა, თუ ის არ ეწინააღმდეგება ქვეყნის იდეურ-პოლიტიკურ ორიენტაციას, საყოველთაოდ აღიარებულ ფასეულობებს და საზოგადოებრივ აზრს;

გ) კონკრეტული ფიზიკურ-გეოგრაფიული, კულტურული, ეთნოლოგიური, კონფესიური, ქალაქგეგმარებითი, ფუნქციური თუ სხვაგვარი თავისებურებების ხაზგასმა;

დ) მაქსიმალური ინფორმირებულობა და ქალაქში ორიენტირებისთვის ხელშეწყობა;

ე)   უნიკალურობა, დუბლირების თავიდან აცილება, გეოინფორმაციული სისტემის წარმოების წესების მოთხოვნათა გათვალისწინება, ორგანული ერთობა;

ვ)   თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის სიტყვათწარმოქმნის, ფონეტიკური, სტილისტური ნორმების გათვალისწინება, კეთილხმოვანება, სისხარტე, დამახსოვრების სიადვილე;

ზ)  ისეთი სახელდების დაუშვებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსებას, რელიგიას და ტრადიციებს, საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს, ხელს უწყობს რასობრივ, ეროვნულ-კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, სახელს გაუთქვამს საოკუპაციო რეჟიმს ან მის მოღვაწეებს;

თ) საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინება.

2. მართლმადიდებელი კონფესიის წმინდანებთან, რელიგიურ დღესასწაულებთან ან წმინდა ადგილებთან დაკავშირებული სახელდება თანხმდება საქართველოს საპატრიარქოსთან.


მუხლი 4. გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება, აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა)
1. სახელწოდება ენიჭება:

ა) ახლად წარმოქმნილ გეოგრაფიულ ობიექტს;

ბ) სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს.

2. აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა) ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) იცვლება შემორჩენილი საბჭოთა, ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული სახელწოდებები;

ბ)   შესაძლებელია ისტორიული ტოპონიმების აღდგენა, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიულ–კულტურული მნიშვნელობა გააჩნია;

გ) მიიღწევა დუბლირების თავიდან აცილება;

დ) არსებითად იცვლება გეოგრაფიული ობიექტის ფუნქციური დანიშნულება ან სტატუსი;

ე) ტარდება სახელდების ობიექტის და მისი მიმდებარე ტერიტორიის იმგვარი ქალაქთმშენებლობითი სახეცვლილება ან რეკონსტრუქცია, რომელიც იწვევს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შეცვლის ან გაუქმების აუცილებლობას;

ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.


მუხლი 5. გეოგრაფიული ობიექტების სახელდება
1. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწესთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის თაობაზე  გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწესთან დაკავშირებულ სახელდებისას მისი სახელ-გვარი ან ზეწოდება უნდა გადმოიცეს ტრადიციული, ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმით (მაგ.:  სახელდებისას დასაშვებია ისეთი ანთროპონიმი, როგორიცაა: „ილია“, „შოთა“, „ვაჟა“, „გალაკტიონი“).

3. სახელდებისას დაუშვებელია გამოჩენილი პიროვნების ინიციალების გამოყენება (მაგ:„შ. რუსთაველი“, „დ. აღმაშენებელი“).

4.   დასაშვებია რთული შემადგენლობის საკუთარი სახელის შემოკლება მხოლოდ რიგობრივი სახელის რომაული ციფრით გადმოცემისას (მაგ: „მეფე სოლომონ I-ის ქუჩა“).

5.   თუ საკუთარ სახელს ახლავს ხელობის, წოდების ან თანამდებობის აღმნიშვნელი სახელი და ზეწოდება, გამოიყენება შემდეგი თანმიმდევრობა: საზოგადო სახელი, საკუთარი სახელი, ზეწოდება (მაგ: „მეფე დიმიტრი თავდადებულის ქუჩა“).

6. ერთ ჯგუფურ სახელწოდებაში მოქცეულ სუბიექტთა რაოდენობა უნდა გადმოიცეს სიტყვიერად და არა ციფრებით (მაგ.: „სამასი არაგველი“), ხოლო ღირსშესანიშნავი კალენდარული თარიღის გამოყენებისას გამოიყენება რიცხვითი მნიშვნელობა (მაგ: „26 მაისის მოედანი“).

7. მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების (და სხვა მსგავსი) დასახელება მაქსიმალურად უნდა იყოს დაკავშირებული მგზავრთა ვიზუალური ორიენტაციისთვის თვალსაჩინო ბუნებრივი თუ ანთროპოგენური ობიექტის დასახელებასთან.

8.   დასაშვებია მოკლე ჩიხების თუ გასასვლელების სახელდება რომაული ციფრების და იმ ქუჩის სახელწოდების მითითებით, რომელსაც უერთდება ჩიხი თუ გასასვლელი (მაგ: „დიდგორის ქუჩის II ჩიხი). ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში სახელი ეცვლება ქუჩაზე მიერთებულ ჩიხსაც და გასასვლელსაც.

9. გეოგრაფიული ობიექტი, რომელსაც გააჩნია რთული ან შედგენილი სახელწოდება და ქართულ ენაზე იწერება ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი, უცხოურენოვანი წარწერის შემთხვევაში ინარჩუნებს შესაბამისად, ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი დაწერის ფორმას.

10. გეოგრაფიული ობიექტის, რომლის სახელდებაც განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაუქმების (აღარ არსებობს გეოგრაფიული ობიექტი) შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო ვალდებულია, აღნიშნული ფაქტის შესახებ ამ წესის მე-7 მუხლის განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებს აცნობოს წერილობითი სახით.


მუხლი 6. გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხის განხილვა და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. მუნიციპალიტეტის საკრებულო გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ამ წესითა და ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების გათვალისწინებით.

2. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ შესაბამისი ინიციატივა წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

3.   გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე ინიციატივის წარდგენაზე უფლებამოსილია:

ა)   მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი;

ბ)   მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი;

გ)   საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო);

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 1%;

ე)   დასახლების საერთო კრება;

4.  გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილი ინიციატივა უნდა ეხებოდეს კონკრეტულ გეოგრაფიულ ობიექტს/ობიექტებს და მას უნდა ერთოდეს:

ა)  სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება;

ბ) შესაბამისი გეოგრაფიული ობიექტის/ობიექტების აღწერა (გეოგრაფიული ობიექტის/ობიექტების მდებარეობა, მისი მოსაზღვრე გეოგრაფიული ობიექტის/ობიექტების სახელწოდება/სახელწოდებები და სხვა);

გ) სხვა დოკუმენტაცია (ოქმი, ბმა-ს კრების გადაწყვეტილება და ა.შ).

5. მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას იხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფი. განხილვისას აღნიშნულმა ჯგუფმა უნდა გამოიყენოს ოფიციალური კარტოგრაფიული და საცნობარო გამოცემები, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლექსიკონები, ენციკლოპედიური ლიტერატურა, წერილობითი ისტორიული და სხვა წყაროები.

6. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი, მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, ინიციატივას რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღეში, მასზე დართულ დოკუმენტებთან ერთად, აქვეყნებს საჯაროდ. მოსახლეობასთან კონსულტაციების გამართვას მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამუშაო ჯგუფი უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-12 მუხლის მე-6-მე-8 პუნქტების შესაბამისად.

7. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფი, ამ მუხლის     მე-6 პუნქტის შესაბამისად, მოსახლეობასთან კონსულტაციის დასრულების, საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე.

8. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფის დადებითი დასკვნა წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს.

9. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული დასკვნა შეეხება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ზონის, მიკრორაიონის, ქუჩის, პროსპექტის (გამზირი), ხეივნის, გზატკეცილის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადას, მოედნის, სკვერის, ბულვარის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის სახელდებას, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული დასკვნის მიღების შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში, მისამართების გეოინფორმაციული პორტალის მეშვეობით, გეოგრაფიული ობიექტების მონიშვნისათვის განსაზღვრული წესის შესაბამისად, არეგისტრირებს განცხადებას, რომელსაც უნდა დაერთოს:

ა) საკრებულოს შესაბამისი კომისიის დადებითი დასკვნა;

ბ) გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე ინიციატივა და მასზე დართული დოკუმენტები;

გ) მოსახლეობასთან კონსულტაციის ამსახველი დოკუმენტები;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი;

ე)  საჭიროების შემთხვევაში, გეოგრაფიული ობიექტის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია.

10.  ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, განცხადების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაციის შემთხვევაში, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხის შესახებ მიმართვას საკრებულოს თავმჯდომარე შესათანხმებლად უგზავნის გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას (შემდგომში – სამთავრობო კომისია). მიმართვაში ასახული უნდა იქნეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში ამ მუხლის მე-9 პუნქტით  განსაზღვრული განცხადების რეგისტრაციის ნომერი.

11. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული დასკვნა შეეხება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისა და წყაროს სახელდებას, აღნიშნული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ საკითხი, ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, არ აისახება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში. ამ შემთხვევაში, სამთავრობო კომისიისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიმართვას თან უნდა დაერთოს:

ა)   მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი;

ბ)   მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შესაბამისი დასაბუთებული დასკვნის ასლი;

გ)   ორთოფოტო, შესაბამისი გეოგრაფიული ობიექტის მონიშვნით;

დ) გეოგრაფიული ობიექტის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია.

12. სამთავრობო კომისია გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხს განიხილავს 3 თვის ვადაში.

13.  სამთავრობო კომისიიდან თანხმობის მიღების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულების სახით იღებს გადაწყვეტილებას გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ. მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია, განკარგულებაში მიუთითოს გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შემოკლებული ვერსია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

14.  ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება, ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თაობაზე, აისახება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში.

15. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი აქტი რეაგირებისთვის ეგზავნება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას (აბრების, ფირნიშების, რუკების (არსებობის შემთხვევაში), ცნობარების და სხვ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.).


მუხლი 7. გეოგრეფიულ ობიექტებზე გადაწყვეტილების მიღების წესი
1. წინამდებარე წესის მოთხოვნებთან ინიციატივის შესაბამისობის შემთხვევაში დროებითი სამუშაო ჯგუფი განკარგულების პროექტს წარუდგენს საკრებულოს.

2.   საკრებულოს განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნებათ:

ა)   საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;

ბ)   სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს;

გ)   სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს;

 დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;

ე)   შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს რუსთავის სერვისცენტრს;

ვ)   ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურს.