საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბერის №114 ბრძანებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბერის №114 ბრძანებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 82
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი 12/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 300280000.22.025.016211
82
12/10/2016
ვებგვერდი, 13/10/2016
300280000.22.025.016211
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბერის №114 ბრძანებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №82

2016 წლის 12 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბერის №114 ბრძანებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ც“ პუნქტის,  მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბერის №114 ბრძანებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის მიზნებისათვის წელი იწყება 1 იანვრიდან და გრძელდება 31 დეკემბრის ჩათვლით, თუ დამტკიცებული ბალანსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

3. ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის, განაწილების, ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან ყოველი კალენდარული წლის 10 ნოემბრამდე სამინისტროს წარუდგინონ შემდეგი მონაცემები:

ა) მომავალი წლის ბალანსში გასათვალისწინებელი ბუნებრივი გაზის საორიენტაციო მოცულობები, გაწერილი თვეებისა და საჭიროების შემთხვევაში დღეების ან/და საათების მიხედვით;

ბ) მოქმედ ბალანსებთან შედარებული, გასული წლის ფაქტობრივი მონაცემები.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიილია ელოშვილი