დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბერის №114 ბრძანებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 82 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280000.22.025.016211 |
|
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბერის №114 ბრძანებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ც“ პუნქტის, მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბერის №114 ბრძანებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება და მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის მიზნებისათვის წელი იწყება 1 იანვრიდან და გრძელდება 31 დეკემბრის ჩათვლით, თუ დამტკიცებული ბალანსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 3. ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის, განაწილების, ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან ყოველი კალენდარული წლის 10 ნოემბრამდე სამინისტროს წარუდგინონ შემდეგი მონაცემები: ა) მომავალი წლის ბალანსში გასათვალისწინებელი ბუნებრივი გაზის საორიენტაციო მოცულობები, გაწერილი თვეებისა და საჭიროების შემთხვევაში დღეების ან/და საათების მიხედვით; ბ) მოქმედ ბალანსებთან შედარებული, გასული წლის ფაქტობრივი მონაცემები.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები