სს „ნინო“-ს განცხადება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ

  • Word
სს „ნინო“-ს განცხადება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს "ნინო"
მიღების თარიღი 12/10/2016
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/10/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
12/10/2016
ვებგვერდი, 18/10/2016
სს „ნინო“-ს განცხადება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ
სს "ნინო"

შეტყობინება

სს „ნინოს” აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ

 

მე, გიორგი მახარაძე (საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 01017009617), ვმოქმედებ რა როგორც სს „ნინოს” (საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება, საიდენტიფიკაციო კოდი: 202886127) (შემდგომში – „კომპანია“) დირექტორი, გიწვევთ „კომპანიის“ აქციონერებს „კომპანიის“ აქციონერთა საერთო კრებაზე, რომელიც ჩატარდება 2016 წლის 8 ნოემბერს შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ნინოშვილის ქ. № 8. „კომპანიის“ აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგი იქნება შემდეგი:

1. „კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან ლევან ბერულავას (საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 62001000773) გათავისუფლება;

2. „კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად ელენე მაჭავარიანის (საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 01017022070) არჩევა;

3. „კომპანიის“ წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება;

4. „კომპანიის“ გარე აუდიტორის არჩევა.

 

კრების სააღრიცხვო თარიღია 2016 წლის 28 ოქტომბერი. კრებაში აქციონერის მონაწილეობის უფლება შესაძლოა შემოწმდეს 2016 წლის 28 ოქტომბრიდან ათი დღის განმავლობაში კომპანიის დამოუკიდებელი რეგისტრატორისთვის მიმართვის გზით:

● სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი“, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №74ა, ტელეფონი: 032-222-5351 ან 032-2225-1560.

გთხოვთ დაესწროთ „კომპანიის“ აქციონერთა საერთო კრებას. დღის წესრიგში შესატანი დამატებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გუდიაშვილის მოედანი №4, ამ შეტყობინების გამოქვეყნების თარიღიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.