„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 30 სექტემბრის N2883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2928
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 28/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.029.016375
2928
13/10/2016
ვებგვერდი, 17/10/2016
010320040.22.029.016375
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 30 სექტემბრის N2883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 30 სექტემბრის N2883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №2928

2016 წლის 13 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 30 სექტემბრის №2883 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის   დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2016 წლის 30 სექტემბრის N2883 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 03/10/2016; 010320040.22.029.016372) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის   დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გრანტის გაცემის წესში“ (შემდგომში წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) წესის მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ წესის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,  კომისიამ შეიძლება დაადგინოს ამ მუხლით განსაზღვრულისაგან განსხვავებული საგრანტო განაცხადის ფორმა და მისი წარდგენის სხვაგვარი წესი“.

ბ) წესის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საგრანტო წინადადებები ფასდება კომისიის მიერ ცალ-ცალკე საგრანტო პროგრამით თითოეული კრიტერიუმისათვის დადგენილი ქულების ზღვრული მოცულობის მიხედვით, გარდა მე-17 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა“.

გ) წესის მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებით მოწონებული შეთანხმების/ხელშეკრულების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დაადგინოს ამ წესისგან განსხვავებული საგრანტო წინადადების შეფასებისა და გამარჯვებულის გამოვლენის წესი“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი