სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2096
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022361
  • Word
2096
05/10/2016
ვებგვერდი, 18/10/2016
000000000.00.003.022361
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2096

2016 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფოქონებისშესახებ“საქართველოსკანონისმე-18მუხლისმე-3პუნქტისშესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ქონება,პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 9 840 250 (ცხრა მილიონ რვაას ორმოცი ათას ორას ორმოცდაათი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)“-ს (ს/კ: 404518713).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

 ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

  ბ) ამ განკარგულების დანართით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 2 (ორი) წლის ვადაში, შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)“-ს სათავო ოფისის, საოფისე ფართებისა და ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრის შექმნა;

 გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან არა უმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში, შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)“-ს სათავო ოფისში ან/და საოფისე ფართებში ან/და ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრში არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) საქართველოს მოქალაქის დასაქმება, ამ განკარგულების საფუძველზე გასაფორმებელი ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადით;

დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობის თაობაზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ძეგლის მოვლა-პატრონობის ხელშეკრულების გაფორმება.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ,ამგანკარგულებისშესრულებისმიზნით, უზრუნველყოსკანონმდებლობითგათვალისწინებულიღონისძიებისგანხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი