დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „გზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2082 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022359 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2082
2016 წლის 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს „გზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქ. ბათუმში წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მე-3 ფაზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს „გზა“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 160 000 (ას სამოცი ათასი) მ3 საშენი მასალა (ქვიშა-ხრეში) შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
ა) ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელ პირველი მაისის მიმდებარე ტერიტორია – 92 000 მ3 ქვიშა-ხრეში;
| № | X | Y |
| 1 | 742327 | 4608789 |
| 2 | 742372 | 4608695 |
| 3 | 742273 | 4608560 |
| 4 | 741924 | 4608424 |
| 5 | 741897 | 4608506 |
| 6 | 742102 | 4608580 |
| 7 | 742266 | 4608676 |
| S = 4,60 ჰა | ||
| WGS 1984; | ||
ბ) ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელ დოლოგანის მიმდებარე ტერიტორია – 68 000 მ3 ქვიშა-ხრეში;
| № | X | Y |
| 1 | 733863 | 4604119 |
| 2 | 733915 | 4604182 |
| 3 | 734063 | 4604154 |
| 4 | 734051 | 4604098 |
| 5 | 733801 | 4603879 |
| S = 3,40 ჰა | ||
| WGS 1984. | ||
2. შპს „გზა“ ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;
გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 27 826 (ოცდაშვიდი ათას რვაას ოცდაექვსი) ლარის გადახდა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
3. შპს „გზის“ მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).
4. შპს „გზამ“, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები