დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობას, შპს „ენერგოტრანსს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „აჭარ-ენერჯი 2007-ს“ შორის 2011 წლის 1 ივლისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2076 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022341 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2076
2016 წლის 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობას, შპს „ენერგოტრანსს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „აჭარ-ენერჯი 2007-ს“ შორის 2011 წლის 1 ივლისს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, შპს „ენერგოტრანსს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, შპს „აჭარ-ენერჯი 2007-ს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“ შორის დასადები შეთანხმება.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, შეთანხმებას, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები