რიგ საწარმოებზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების შესახებ

  • Word
რიგ საწარმოებზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2017
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022331
  • Word
2017
30/09/2016
ვებგვერდი, 17/10/2016
000000000.00.003.022331
რიგ საწარმოებზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

 საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2017

2016 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

რიგ საწარმოებზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო  დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების შესახებ

 „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-7 პუნქტის  შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის წინადადების საფუძველზე:

1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის  შესაბამისად, განხორციელდეს შპს „დემეტრე 96“-ზე (ს/ნ: 205221614) 2016 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების (ქონებისა და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის  გარეშე), სულ   –  971 838.61 ლარის რესტრუქტურიზაცია  60 თვის ვადით (24 თვე გაყინვა, 36 თვე გადავადება).

2. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და   „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის №2755-Iს  კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად,  განხორციელდეს  ი/მ „ნაირა სურმანიძეზე“ (ს/ნ:  147003514, პ/ნ: 61004005479) 2016 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით რიცხული სასესხო დავალიანების 62 475.12 ლარის რესტრუქტურიზაცია 60 თვის ვადით (24 თვე გაყინვა, 36 თვე გადავადება), საიდანაც 94.03 ლარი წარმოადგენს „შპს „LS&TI“-სა და რიგ ინდივიდუალურ მეწარმეებზე რიცხული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის №1961 განკარგულების შესაბამისად, რესტრუქტურიზებული სესხიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ რიცხულ სასესხო დავალიანებას (რესტრუქტურიზაციის პერიოდში დარიცხულ სარგებელს), ხოლო 62 381.09 ლარი  სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ი/მ „ნაირა სურმანიძეს“ (ს/ნ: 147003514, პ/ნ: 61004005479) შორის 2008 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული NCCA-064 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის  მიმართ რიცხულ სასესხო დავალიანებას.

3. ი/მ „ნაირა სურმანიძემ“ (ს/ნ: 147003514, პ/ნ: 61004005479), „სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ ხელშეკრულებებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, წარადგინოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება (შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით), რომლის ოდენობა უნდა აღემატებოდეს რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანების და მასზე რესტრუქტურიზაციის პერიოდში დასარიცხი  სარგებლის ოდენობას.

4. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს „აქსისს“ (ს/ნ: 211393357) ვადამდე შეუწყდეს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია, საწარმოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

5. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „კ.ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, როგორც უიმედო სესხი, შპს „იმედს“ (ს/ნ:  224614031) ჩამოეწეროს 2016 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით რიცხული 852 752.26  ლარის (ძირითადი თანხა 717 279.76 ლარი, პროცენტი 135 472.50 ლარი) ოდენობის სასესხო დავალიანება.

6. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი  მუხლის  „კ.ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, როგორც უიმედო სესხი,  სს „ენერგია XXI“-ს (ს/ნ: 205226931) ჩამოეწეროს 50  022 701.96 ლარის ოდენობის სასესხო დავალიანება.

7. ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მეწარმე სუბიექტების ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებისა და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადები განისაზღვროს „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დანართის შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი                                                               გიორგი  კვირიკაშვილი