დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2924 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.029.016374 |
|
მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე
|
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა (დანართი №1).
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის წერითი დავალება – დანართი №2, გასაუბრების შეფასების ფორმა №1 – დანართი №3, გასაუბრების შეფასების ფორმა №2 – დანართი №4 და კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა – დანართი №5.
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
|
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება, უპირატესობა მიენიჭება – მიმართულება – სამართალი ან/და მიმართულება – სოციალური მეცნიერებები (დარგი/სპეციალობა – ეკონომიკა) ან/და მიმართულება – ბიზნესის ადმინისტრირება (დარგი/სპეციალობა – ფინანსები); ბ) საოფისე პროგრამების, კერძოდ Microsoft Office Word , Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint – კარგი ცოდნა; გ) აუცილებელია ინგლისური ენის კარგი ცოდნა; 3. მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება; დ) ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 3 დეკემბრის №154 ბრძანება; ე) „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 ოქტომბრის №314 დადგენილება; ზ) „საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №622 დადგენილება; თ) შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ. |
დანართი №2
|
წერითი დავალება
|
წერითი დავალების მიზანია წარმოაჩინოს კანდიდატის ლოგიკური და კრიტიკური აზროვნება, მსჯელობისა და ანალიზის წერილობითი გადმოცემის უნარი. წერითი დავალება შეფასდება შემდეგნაირად: 12 ქულა – საუკეთესო ნაშრომი, 10 ქულა – ძალიან კარგი, 8 ქულა – კარგი, 6 ქულა – საშუალო, 4 ქულა – საშუალოზე დაბალი, 2 ქულა – ცუდი, 0 ქულა – მიუღებელი.
წერითი დავალების შესრულებისთვის კანდიდატს აქვს 1 (ერთი) საათი. კონკურსის მომდევნო ეტაპზე ვერ გადავა კანდიდატი, რომლის ნაშრომი შეფასდება 6 ქულით და ნაკლებით. ნიმუში: მოცემულია მსჯელობა: N ქალაქის მუნიციპალიტეტმა ჩამოაყალიბა საკონსულტაციო სტატუსის მქონე სათათბირო ორგანო „კომიტეტი შენი უკეთესი ქალაქისთვის“. მისი ძირითადი ფუნქცია იყო მთავრობისათვის რჩევების მიცემა, ქალაქის შეზღუდული ბიუჯეტის ეფექტური ხარჯვისა და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის მიზნით. ახლად შექმნილი კომიტეტის ზედიზედ რამდენიმე სხდომა ჩაიშალა, რადგან ვერ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა. განსაკუთრებით რადიკალური და კატეგორიული იყო კომიტეტის იმ წევრების მოსაზრებები, რომლებიც არ იყვნენ ამ ქალაქის მცხოვრებლები და აქ მხოლოდ სამუშაოდ ჩამოდიოდნენ. მუნიციპალიტეტში გადაწყვიტეს, რომ მკაცრად განესაზღვრათ კომიტეტის წევრის სტატუსი. ის დაეკომპლექტებინათ მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებით – არარეზიდენტთა გარეშე, იმ არგუმენტით, რომ სწორედ მკვიდრი მოსახლეობა განსაზღვრავს ქალაქის ბიუჯეტს, მათთვის მეტად ახლობელია ქალაქის პრობლემები და, შესაბამისად, მხოლოდ მათ შეიძლება ესმოდეთ, თუ როგორ შეიძლება მატერიალური რესურსის გონივრული გამოყენებით ქალაქის განვითარების ხელშეწყობა. ისინი ვარაუდობდნენ, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, კომიტეტს შესაძლებლობა ექნებოდა ქალაქი გადაექცია უფრო მოსახერხებელ ადგილად ცხოვრებისა და შრომითი საქმიანობისათვის. დავალება: გამოავლინეთ ხარვეზები, თუ რამდენად დამაჯერებელია და საკმარისი წინამდებარე პასაჟში მოცემული მსჯელობა და არგუმენტები გამოტანილ დასკვნებთან მიმართებაში. ახსენით რა დამატებითი ფაქტორები/არგუმენტები არ არის გათვალისწინებული მსჯელობაში. ნაშრომში უნდა ჩანდეს, თუ რამდენადაა გააზრებული და გამოვლენილი მოცემულ პასაჟში მსჯელობის არგუმენტები და დასკვნა. რამდენადაა აღქმული კავშირის სიძლიერე და არგუმენტ(ებ)ის საკმარისობა მოცემული დასკვნის გამოსატანად. ლოგიკურად უნდა იქნეს წარმოდგენილი მსჯელობაში არსებული ნაკლოვანებები და არგუმენტირებულად გამყარდეს მოცემულ შედეგზე მათი გავლენის შესაძლებლობა. თხრობა უნდა წარიმართოს თანმიმდევრულად, გადმოცემულ აზრთა თანწყობით. წერის სტილისტიკა და ლექსიკა უნდა შეესაბამებოდეს მოცემული პასაჟის შინაარსს. ნაშრომი უნდა შესრულდეს თანამედროვე სალიტერატურო ენით, გრამატიკული ნორმების დაცვით.
|
დანართი №3
|
გასაუბრების შეფასების ფორმა №1
|
ფასდება კანდიდატის შესაბამისობა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის შეფასებისას, ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.
1 – მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 – კომპეტენტური, 4 – ძალიან კარგი, 5 – აჭარბებს მოლოდინს, 5+ – ზედმეტად კვალიფიციური. ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ____________________________________________ კანდიდატის სახელი, გვარი: ______________________________________________________ კომისიის წევრის სახელი, გვარი, __________:________________________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):_____________________________________________________
კომისიის წევრის ხელმოწერა:______________________________________________________ . | ||||||||||||||||||||||||
დანართი №4
|
გასაუბრების შეფასების ფორმა №2
|
ფასდება კანდიდატის პიროვნული უნარ-ჩვევები. შეფასება ხორციელდება ქულებით. შეფასების საბოლოო ქულა (საშუალო არითმეტიკული) გამოითვლება ქულათა ჯამის შეფასების კრიტერიუმების რაოდენობაზე გაყოფით. 5+ -ის შეფასებისას, ქულათა ჯამურ რაოდენობას აღნიშნული ქულა არ მიემატება.
1 – მიუღებელი, 2- საშუალოზე დაბალი, 3 – კომპეტენტური, 4 – ძალიან კარგი, 5 – აჭარბებს მოლოდინს, 5+ – ზედმეტად კვალიფიციური. ვაკანტური თანამდებობის დასახელება: ________________________________________ კანდიდატის სახელი, გვარი: __________________________________________________ კომისიის წევრის სახელი, გვარი: ______________________________________________ თარიღი (რიცხვი, თვე, წელი):_________________________________________________
კომისიის წევრის ხელმოწერა:____________________________________________________
| ||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №5
|
კანდიდატთა შეფასების ჯამური ფორმა
|
კანდიდატთა შეფასების ჯამური ქულა დაითვლება წერითი დავალების შეფასების ქულის და გასაუბრების შეფასების (დანათი №1, დანართი №2) საშუალო არითმეტიკულ ქულათა მიმატებით.
საკონკურსო პოზიციის დასახელება:___________________________________________
1. კომისიის თავმჯდომარე (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________ 2. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________ 3. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________ 4. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________ 5. კომისიის წევრი (სახელი, გვარი), თარიღი:______________________________________
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები