დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2010 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022349 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2010
2016 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება წყალტუბოს მუნიციპალიტეტს, 2016 წლის 4-9 ივლისს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიური მოვლენის შედეგად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების - ხომულისა და ქვილიშორის დამაკავშირებელი დაზიანებული ხიდის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჟონეთში, ნამოხვანში, ზარათსა და ქვილიშორში დაზიანებული საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოების და მასთან დაკავშირებული საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, 155 000 (ას ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები