„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 25-70
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 11/10/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.016326
25-70
11/10/2016
ვებგვერდი, 17/10/2016
010250050.35.101.016326
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25-70

2016 წლის 11 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-129 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 04/01/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016255) და დადგენილების პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „C“ ჰეპატიტის  დიაგნოსტიკის ქვეპროგრამის  განხორციელების წესის“ (დანართი №6) მე-2 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ქვეპუნქტი:

„ბ1) 2016 წლის განმავლობაში ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების კომპონენტში ჩართულ ყველა მოსარგებლეს (გარდა ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსარგებლეებისა) დაუფინანსდეს ამ წესის მე-8 და 81 მუხლებით დადგენილი მომსახურების ღირებულების  60 %, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი