ახმეტის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
ახმეტის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2000
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022327
  • Word
2000
30/09/2016
ვებგვერდი, 17/10/2016
000000000.00.003.022327
ახმეტის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2000

2016 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

ახმეტის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების (შემდგომში – დებულება) 74 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, შიდა საუბნო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტი, 3 თვის ვადით, გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცეს უფლება, მოიპოვოს 4 000 (ოთხი ათასი) მ3 ქვიშა-ხრეში შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

ა) სოფ. მატანის ტერიტორია – 800 კბ.მ ქვიშა-ხრეში:

 

X

Y

1

518206

4658873

2

518228

4658939

3

518242

4658934

4

518218

4658863

S = 0.11 ჰა

WGS 1984;

 

ბ) სოფ.  ნადუქნარის ტერიტორია – 700 კბ.მ ქვიშა-ხრეში:

 

X

Y

1

509478

4656397

2

509488

4656406

3

509536

4656352

4

509525

4656342

5

509498

4656373

S = 0.10 ჰა

WGS 1984;

 

გ) ქ. ახმეტის მიმდებარე ტერიტორია – 850 კბ.მ ქვიშა-ხრეში:

 

X

Y

1

515807

4652870

2

515845

4652912

3

515860

4652901

4

515820

4652861

S = 0.10 ჰა

WGS 1984;

 

დ) ქ. ახმეტის მიმდებარე ტერიტორია – 850 კბ.მ ქვიშა-ხრეში:

 

X

Y

1

518660

4652299

2

518731

4652301

3

518731

4652287

4

518660

4652285

S = 0.1 ჰა

WGS 1984;

 

ე) სოფ. დუისის ტერიტორია – 800 კბ.მ ქვიშა-ხრეში:

 

X

Y

1

524699

4665682

2

524725

4665682

3

524737

4665678

4

524737

4665607

S = 0.14 ჰა

WGS 1984.

 

2. ლიცენზიისაგან გათავისუფლებული პირი – ახმეტის მუნიციპალიტეტი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) დაიცვას მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №365 და გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზესაქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №101 დადგენილებებით გათვალისწინებული მოთხოვნები;

გ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის.

3. დებულების 74 მუხლის 21 პუნქტის შესაბამისად, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის დადგინდეს განსხვავებული გადასახდელი თანხა და ახმეტის მუნიციპალიტეტმა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი ოდენობის თანხების გადახდა:

ა) სოფ. მატანის ტერიტორია – 800 კბ.მ ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 160 ლარი;

ბ) სოფ. ნადუქნარის ტერიტორია – 700 კბ.მ ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 140 ლარი;

გ) ქ. ახმეტის მიმდებარე ტერიტორია – 850 კბ.მ ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 170 ლარი;

დ) ქ. ახმეტის მიმდებარე ტერიტორია – 850 კბ.მ ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის - 170 ლარი;

ე) სოფ. დუისის ტერიტორია – 800 კბ.მ ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის - 160 ლარი.

4. ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა  (შემდგომში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).

5. ახმეტის მუნიციპალიტეტმა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან 2 კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.

      

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი