სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1999
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022326
  • Word
1999
30/09/2016
ვებგვერდი, 17/10/2016
000000000.00.003.022326
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1999

2016 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად:

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (ს/კ: 204995176 ) მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს მიწის ნაკვეთებზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №21.06.34.413; №21.03.34.329; №21.02.32.119; №21.02.32.110; №21.02.32.109; №21.02.32.111; №21.02.32.114; №21.02.32.112; №21.02.32.116; №21.02.32.113; №21.02.31.059; №21.02.31.058; №21.02.31.057; №21.01.37.385; №21.01.37.392; №21.01.37.395; №21.01.37.388; №21.01.37.393; №21.01.37.390; №21.01.37.384; №21.01.37.394; №21.01.37.389; №21.01.37.383;  №21.01.37.396;  №21.01.35.289;  №21.01.36.362;  №21.01.36.363  და №21.01.36.361) არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები:

ა) კაკლის ხე ( Juglans regia L) 47 (ორმოცდაშვიდი) ინდივიდი;

ბ) ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 397 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ინდივიდი;

გ)  კოლხური მუხა (Quercus hartwissiana Stev) – 105 (ას ხუთი) ინდივიდი;

დ) უთხოვარი (Taxus baccata  L.) – 3 (სამი) ინდივიდი;

ე) მცირენაყოფიანი ბალამწარა (Cerasus microcarpa C. A. Meyer) – 4 (ოთხი) ინდივიდი.

2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ვალდებულია:

ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;

ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

 

 პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი