დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პროკურატურის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1997 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022324 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1997
2016 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს პროკურატურის საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ
„საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიეცეს უფლება, ცვლილება შეიტანოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №1973 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს მთავარი პროკურატურის საშტატო ნუსხაში, 2011 წლის 30 დეკემბრის №1969 ბრძანებით დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საშტატო ნუსხაში, 2011 წლის 30 დეკემბრის №1971 ბრძანებით დამტკიცებულ ქ. თბილისისა და საოლქო პროკურატურების საშტატო ნუსხასა და 2011 წლის 30 დეკემბრის №1972 ბრძანებით დამტკიცებულ რაიონული პროკურატურების საშტატო ნუსხაში, აგრეთვე „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის №35 ბრძანებაში, თანდართული დანართების შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები