დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1996 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 30/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022323 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1996
2016 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №252 დადგენილების შესაბამისად, მიეცეს თანხმობა:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტს – ტელე და აუდიოვიზუალური აპარატურის (CPV-32320000) ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე, სავარაუდო ღირებულებით – 9690 (ცხრა ათას ექვსას ოთხმოცდაათი) ლარად;
ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს – ფერადი პრინტერების (CPV-30232130) ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე, სავარაუდო ღირებულებით – 16800 (თექვსმეტი ათას რვაასი) ლარად;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს – საოჯახო ტექნიკის (CPV-39700000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე, სავარაუდო ღირებულებით – 10500 (ათი ათას ხუთასი) ლარად;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ახლად აშენებული სექტორების მოსაწყობად:
დ.ა) საოჯახო ტექნიკის (CPV-39700000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე, სავარაუდო ღირებულებით – 8500 (რვა ათას ხუთასი) ლარად;
დ.ბ) ტელევიზორების (CPV-32320000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე, სავარაუდო ღირებულებით – 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარად;
დ.გ) სხვადასხვა ავეჯის (CPV-3910000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე, სავარაუდო ღირებულებით – 47760 (ორმოცდაშვიდი ათას შვიდას სამოცი) ლარად;
ე) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, სასწავლო ღონისძიების ჩატარების მიზნით, ავეჯის (CPV-3910000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე, სავარაუდო ღირებულებით – 5000 (ხუთი ათასი) ლარად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები