,სააქციო საზოგადოება „რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში“ ინვესტორის შემოსვლის გამო წარმოების ტექნიკური განახლებისა და სარეაბილიტაციო პროგრამის განხორციელების ხელშემწყობ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word
,სააქციო საზოგადოება „რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში“ ინვესტორის შემოსვლის გამო წარმოების ტექნიკური განახლებისა და სარეაბილიტაციო პროგრამის განხორციელების ხელშემწყობ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 386
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 08/08/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 86, 12/08/2003
სარეგისტრაციო კოდი 240.060.000.05.002.002
  • Word
386
08/08/2003
სსმ, 86, 12/08/2003
240.060.000.05.002.002
,სააქციო საზოგადოება „რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში“ ინვესტორის შემოსვლის გამო წარმოების ტექნიკური განახლებისა და სარეაბილიტაციო პროგრამის განხორციელების ხელშემწყობ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №386

2003 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

სააქციო საზოგადოება „რუსთავის მეტალურგიულ კომბინატში“ ინვესტორის შემოსვლის გამო წარმოების ტექნიკური განახლებისა და სარეაბილიტაციო პროგრამის განხორციელების ხელშემწყობ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

სასამართლოს განჩინებით სააქციო საზოგადოება „რუსთავის მეტალურგიული კომბინატის“ უმძიმესი საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის გამო რეაბილიტაციის მმართველის მიერ გასხვისებულ იქნა კომბინატის რეორგანიზებული ქონების ნაწილი საწარმოს ტექნიკური განახლებისა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველყოფის პირობით.

ამ პირობათა შესრულება ივალდებულა იტალიის კომპანია „არეს ინტერნაციონალმა“, გაითვალისწინა ხუთი წლის განმავლობაში წარმოების ტექნიკური განახლებისათვის 132 მლნ აშშ დოლარის ინვესტირება და 108 მლნ აშშ დოლარის კრედიტორული დავალიანების 15 წლის განმავლობაში დაფარვა ინვესტორის მიერ დაფუძნებული საწარმოს მოგების ნაწილის სააქციო საზოგადოება „რუსთავის მეტალურგიული კომბინატისათვის“ გადარიცხვით.

სააქციო საზოგადოება „რუსთავის მეტალურგიული კომბინატის“ რეაბილიტაციისა და ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების 2003-2017 წლების პროგრამის განახორციელებაში ინვესტორის ხელშეწყობის მიზნით:

1. აღინიშნოს, რომ იტალიის კომპანია „არეს ინტერნაციონალმა“ ქ. რუსთავის სასამართლოს განჩინებით სააქციო საზოგადოება „რუსთავის მეტალურგიული კომბინატის“ ქონების ნაწილის საკუთრებაში მიღებასთან ერთად წარმოებაში უკვე განახორციელა რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია და აამოქმედა წლების განმავლობაში გაჩერებული მილების წარმოება; ამასთან, ინვესტორს ეთხოვოს დააჩქაროს წარმოების ტექნიკური განახლების პროცესი.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ.გოგიაშვილი), ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ (გ.გაჩეჩილაძე) და სხვა დაინტერესებულმა სამინისტროებმა და უწყებებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყონ სააქციო საზოგადოება „რუსთავის მეტალურგიული კომბინატის“ რეაბილიტაციისა და ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების 2003-2017 წლების პროგრამის განხორციელებას.

3. სტრატეგიულ სამრეწველო საწარმოებში ინვესტორების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ ფინანსთა სამინისტროსთან და იუსტიციის სამინისტროსთან ერთად დააჩქაროს „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“, „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონებში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე კანონპროექტების პაკეტის შეთანხმება და საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში წარდგენა.

4. ეთხოვოს შპს „საქართველოს რკინიგზას“ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსთან (მ.ადეიშვილი) ერთად სააქციო საზოგადოება „რუსთავის მეტალურგიული კომბინატის“ ქონების ბაზაზე შექმნილი საწარმოს ტვირთებზე „ტრასეკას“ კორიდორით სარგებლობისას გაავრცელოს სუუამის ქვეყნების (ამ ქვეყნების საწარმოებთან ურთიერთობისას) ტრანზიტული ტვირთების ტარიფები.

5. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (დ.მირცხულავა) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზართან ერთად განიხილოს და აღმოუჩინოს დახმარება:

ა) რუსთავის მეტალურგიულ საწარმოს ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდების საკითხში, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გადახდის პირობით;

ბ) 2003 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული ელექტროენერგიის დავალიანების რესტრუქტურიზაციის საკითხში კომბინატის რეაბილიტაციისა და ფინანსური მდგომარეობის გაჯანსაღების 2003-2017 წლების პროგრამის შესაბამისად.

6. ეთხოვოს საქართველოს გენერალურ პროკურორს ნ. გაბრიჩიძეს აუცილებლობის შემთხვევაში სააქციო საზოგადოება „რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს“ აღმოუჩინოს დახმარება და ხელი შეუწყოს კრედიტორული დავალიანებების დაზუსტების საქმეში, მათი წარმოშობისა და კანონიერების დადგენის თვალსაზრისით.

7. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი.მენაღარიშვილი) საქართველოს შესაბამისი საელჩოების მეშვეობით ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსთან ერთად ხელი შეუწყოს რუსთავის საწარმოს ნავთობისა და ბუნებრივი აირის რეგიონების ქვეყნებიდან მილების პროდუქციის შეკვეთების მიღებაში და უზრუნველყოს მისი კონტროლი.

. შევარდნაძე