სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

  • Word
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1993
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022320
  • Word
1993
30/09/2016
ვებგვერდი, 18/10/2016
000000000.00.003.022320
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1993

2016 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე თანხმობის მიცემის თაობაზე

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზესაქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის 13 და 14 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს - სსიპ - გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიეცეს თანხმობა, ონის მუნიციპალიტეტში, სოფ. ირის მიმდებარე ტერიტორიაზე ბარიტშემცველი ტექნოგენური ნარჩენების მოსაპოვებლად სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემისათვის განსაზღვროს შემდეგი დამატებითი სალიცენზიო პირობები:

ა) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, მის მიერ დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, განახორციელოს გარემოსდაცვითი ღონისძიებები 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობის თანხის ფარგლებში;

) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, ლიცენზიის ძალაში შესვლიდან ერთი წლის ვადაში, განახორციელოს ონის მუნიციპალიტეტში, სოფ. ირში არსებული ხიდისა („ხვედიანის ხიდი“) და სოფლიდან ხიდამდე მისასვლელი 500-მეტრიანი გზის მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია.

პრემიერ-მინისტრი                                          გიორგი კვირიკაშვილი