დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „EXPRESS“-ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 70%-იანი წილის მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, შპს „საქართველოს ფოსტისათვის“ გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1985 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022313 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1985
2016 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
შპს „EXPRESS“-ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 70%-იანი წილის მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, შპს „საქართველოს ფოსტისათვის“ გადაცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „EXPRESS“-ის (ს/ნ: 205268707) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 70%-იანი წილი, მართვის უფლებით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, უსასყიდლოდ, 5 (ხუთი) წლის ვადით, გადაეცეს შპს „საქართველოს ფოსტას“ (ს/ნ: 203836233).
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები