დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული და საბაზრო ქსელში განთავსებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის განსაკუთრებული წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №727 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 468 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.10.003.019534 |
|
„საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული და საბაზრო ქსელში განთავსებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის განსაკუთრებული წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №727 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (2/03/2016, №4799-IIს) შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული და საბაზრო ქსელში განთავსებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის განსაკუთრებული წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №727 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2014, 360160000.10.003.018346) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის განსაკუთრებული წესის დამტკიცების შესახებ“. 2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს „საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის განსაკუთრებული წესი“. 3. დადგენილებით დამტკიცებული წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგისტრაციის განსაკუთრებული წესი“. 4. დადგენილებით დამტკიცებული წესის: ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. რეგულირების სფერო, ტერმინთა განმარტებები 1. ეს წესი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში (შემდგომში – ერთიანი რეესტრი) რეგისტრაციის განსაკუთრებულ პირობებს. 2. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.“. ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში დაშვებულია მხოლოდ იმ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენება, რომლებიც რეგისტრირებულია ერთიან რეესტრში. 2. ერთიან რეესტრს აწარმოებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესისა და საქართველოს კანონდებლობის შესაბამისად. 3. ერთიან რეესტრში აღირიცხება ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ. 4. ერთიანი რეესტრი განთავსდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. 5. სამინისტროს მიერ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესახებ ან/და მისი გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა ან/და ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ ახალი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში აღნიშნული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ექვემდებარება ხელახალ რეგისტრაციას. ხელახალი რეგისტრაციის ინიციატორი შეიძლება იყოს სამინისტროც. 6. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოზე, ბიომრავალფეროვნებასა ან/და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის შესახებ ახალი ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში სამინისტრო უფლებამოსილია, დროებით (შესაბამისი მიზეზის აღმოფხვრამდე) შეაჩეროს ან გააუქმოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაცია.“; გ) მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს; დ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში რეგისტრაცია 1. ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიან რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის საფუძველზე. 2. ჩაკეტილ სისტემებში გამოყენებისთვის ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ერთიან რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს პირს, რომელიც იყენებს ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს ჩაკეტილ სისტემაში. 3. რეგისტრაცია ხორციელდება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. 4. სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებელია რეგისტრაციის მოთხოვნის უფლების მქონე პირი. 5. სამინისტრო სარეგისტრაციო მოწმობას ცოცხალი გენმოდიფირებული ორგანიზმის ერთიან რეესტრში რეგისტრაციის შესახებ გაცემს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიასთან ერთად. 6. სარეგისტრაციო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი უფლებამოსილია, წერილობით მიმართოს სამინისტროს, სარეგისტრაციო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე. განცხადების მიღებიდან 3 დღის ვადაში სამინისტრო გაცემს რეგისტრაციის მოწმობის დუბლიკატს და შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს ერთიან რეესტრში. დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მის დედანს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები