დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალური მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №728 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 467 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 360160000.10.003.019533 |
|
„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალური მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №728 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (2/03/2016, №4799-IIს) შესაბამისად, „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალური მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №728 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/12/2014, 360160000.10.003.018347) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისადმი მოპყრობის სპეციალური მოთხოვნების“:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის საფუძველზე.“. 2. მე-4 მუხლის: ა) მე-4 პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში გამოთავისუფლების (მოხვედრის) აღსაკვეთად გამოყენებული უნდა იქნეს შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა/აპარატურა და უნდა გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები;“; „მ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში გამოთავისუფლების შემთხვევისთვის შემუშავებული უნდა იყოს დეკონტამინაციის ინსტრუქცია და სამუშაო ადგილზე უნდა არსებობდეს დეკონტამინაციისათვის აუცილებელი რეაგენტების საკმარისი რაოდენობა;“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებისას, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან ერთად, დამატებით გატარებული უნდა იქნეს უსაფრთხოების შემდეგი ღონისძიებები: ა) ორგანიზაციის ტერიტორია უნდა იყოს დაცული ტერიტორიაზე უცხო პირების არასანქცირებული შეღწევისაგან; ბ) ლაბორატორია/სათავსო უნდა მდებარეობდეს განცალკევებულად მდებარე შენობაში ან შენობის იზოლირებულ ნაწილში, რომელსაც უნდა ჰქონდეს ცალკე შესასვლელი; გ) ლაბორატორიის შესასვლელი კარი უნდა იყოს აღჭურვილი ჩამკეტი მოწყობილობებით. ლაბორატორიის ფასადზე უნდა იყოს განთავსებული ლაბორატორიის ნომერი, დასახელება და ბიოლოგიური საშიშროების ნიშანი; დ) ლაბორატორიაში გამოყოფილი უნდა იყოს „სამუშაო ზონა“, სადაც ხორციელდება ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე მუშაობა და „სუფთა ზონა“, სადაც არ ხორციელდება მუშაობა ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე; ე) ლაბორატორიის „სამუშაო ზონაში“ გამოყენებული უნდა იქნეს ბიოუსაფრთხოების ბოქსები. სამუშაოების განხორციელების დროს ბოქსების კარები უნდა იყოს დახურული, სამუშაოების განხორციელების პერიოდში ბოქსიდან გამოსვლა აკრძალულია. ბოქსები უნდა იყოს აღჭურვილი სასიგნალო საშუალებებით (სიგნალიზაციით); ვ) ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებთან დაკავშირებული საქმიანობების განხორციელების დროს ლაბორატორიის „სამუშაო ზონაში“ უნდა იმყოფებოდეს, სულ მცირე, 2 მეცნიერ-თანამშრომელი; ზ) ლაბორატორიის „სამუშაო ზონაში“ მუშაობის პროცესში მყოფი პერსონალის გამოძახება („სამუშაო ზონიდან“ გაყვანა) აკრძალულია; თ) ლაბორატორიაში შესვლა/გამოსვლა უნდა მოხდეს მხოლოდ სამუშაოს შეწყვეტის და დეზინფექციის ჩატარების შემდეგ, რომელსაც ახორციელებს ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი; ი) სამუშაოს დასრულების შემდეგ ლაბორატორია უნდა დაიკეტოს და დაილუქოს (მიკროორგანიზმების კულტურების არსებობის შემთხვევაში, დამატებით ილუქება მათი ადგილსამყოფელი); კ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმები ინახება ლაბორატორიის „სამუშაო ზონაში“, დალუქულ სათავსოში, რომელიც სპეციალურად განკუთვნილია ნიმუშების შესანახად; ლ) საკვები არეები თავსდება შესაბამის დალუქულ თერმოსტატებში, მაცივრებში, კარადებში; მ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებიდან გამოყოფილი კულტურები და შტამების კოლექციები უნდა ინახებოდეს განცალკევებით, სპეციალურად გამოყოფილ მაცივარში, რომელიც ასევე დალუქულია.“; გ) მე-8 პუნქტის „ა“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ცხოველები მოთავსებული უნდა იყვნენ სპეციალურ კონტეინერებში. დიდი ზომის ცხოველები მოთავსებული უნდა იყვნენ ორმაგად შემოზღუდულ სივრცეში. წყლის ცხოველები, სიცოცხლისუნარიანი განაყოფიერებული კვერცხების ჩათვლით, მოთავსებული უნდა იყვნენ სპეციალური ფილტრების მქონე სათავსოში, რომელიც შეაკავებს უმცირესი ორგანიზმებისა და კვერცხების გარემოში გამოთავისუფლებას;“; „გ) შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული იმისთვის, რომ მოხდეს გაქცეული ცხოველების დეტექცია და დაჭერა ან განადგურება. შენობის მილებს, სადაც ხდება წყლის ცხოველებზე მუშაობა, უნდა ჰქონდეს ფილტრები, რომლებიც წყლის ჩაშვების დროს მოახდენს მის ფილტრაციას და უზრუნველყოფს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის წყლის ობიექტში მოხვედრის პრევენციას. ელექტრული სისტემა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, როგორც დამცავი ბარიერი წყალჩაშვებამდე;“; „ვ) ხერხემლიან ცხოველებთან მუშაობის შემთხვევაში, სპეციალურ ჟურნალში უნდა გატარდეს მონაცემები ინდივიდის სიცოცხლის ხანგრძლივობის, ექსპერიმენტული გამოყენებისა და ნარჩენების განთავსების შესახებ. ცხოველი უნდა იყოს მარკირებული (თუ შესაძლებელია), ასევე მარკირებული უნდა იყოს კონტეინერი, რომელშიც განთავსებულია ცხოველი;“; დ) მე-9 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გამოყენებისას შესაძლებელია, საჭირო იყოს შენობიდან ჩამდინარე წყლის კონტროლი. დაბალი რისკის დროს საკმარისია ფილტრის გამოყენება, ხოლო მაღალი რისკის შემცველი სამუშაოების დროს - მოწყობილი უნდა იქნეს საიზოლაციო ფენა და ჩამდინარე წყალი უნდა იფილტრებოდეს იმისთვის, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი თესლის გარემოში გამოთავისუფლება. ასევე, შესაძლებელია, საჭირო გახდეს დრენაჟის ბლოკირება სამუშაოების განხორციელების დროს ან შესაბამისი სისტემის მოწყობა, რომელიც შეკრებს წყლის დიდ რაოდენობას და მოახდენს მასში პოტენციურად არსებული მასალის ინაქტივაციას;“; ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. იმ შემთხვევაში, როცა ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გამოყენების მიზნით ჩატარებული რისკის შეფასება გამოავლენს, რომ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში გამოთავისუფლების ან მისი მოპყრობის წესებისა და პროცედურების დარღვევის შედეგად შეიძლება წარმოიქმნას საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობისთვის ან გარემოსთვის, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები