დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქართული არყის კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1981 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022309 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №19 81
2016 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ქართული არყის კომპანიისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ რუსთავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 10000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №02.07.01.007), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 75 000 (სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „ქართული არყის კომპანიას“ (ს/კ: №432543544).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებ ად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 9 (ცხრა) თვის ვადაში, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით :
ბ.ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე და ასევე ამავე მიწის ნაკვეთზე მდებარე შპს „ქართული არყის კომპანიის“ საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობ(ებ)ზე ან/და მათ ნაწილზე ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხნის შექმნა;
ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, არანაკლებ 650 000 (ექვსას ორმოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება;
გ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრულ ქარხანაში არანაკლებ 20 (ოცი) ადამიანის დასაქმება, არანაკლებ 9 (ცხრა) თვის ვადით.
3. შპს „ქართული არყის კომპანია“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა-ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების (მათ შორის, ამ ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამავე პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის არანაკლებ 5%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას აღემატება არანაკლებ 4 (ოთხი) თვით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ -მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები