სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფ/პ ტარიელ ფაღავასათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფ/პ ტარიელ ფაღავასათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1979
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022307
  • Word
1979
29/09/2016
ვებგვერდი, 18/10/2016
000000000.00.003.022307
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფ/პ ტარიელ ფაღავასათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1979

2016 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო  საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  ფ/პ ტარიელ  ფაღავასათვის  პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების  შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქობულეთში, დაბა ჩაქვში ნინოშვილის ქუჩა №12-ში (ფარჩხები) მდებარე 5436.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1 - 442.8 კვ.მ და №2- 42 კვ.მ  (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №20.48.01.216),  პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 400 000 (ოთხასი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს ფ/პ ტარიელ ფაღავას (პ/ნ: 61005000498).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ა.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში არანაკლებ 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის გადახდა;

ა.ბ)  შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან  არა უმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადაში 400 000    (ოთხასი ათასი) ლარის გადახდა;

ბ) პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 18 (თვრამეტი) თვის ვადაში, სასტუმრო კომპლექსის შექმნის (რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) არანაკლებ 4 (ოთხი) კოტეჯს (თითოეულ კოტეჯში არანაკლებ 4 სასტუმრო ნომერს), სპორტულ მოედანს/მოედნებს, კვების ობიექტ(ებ)ს, არანაკლებ 20 (ოცი) ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს) მიზნით, სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება, აღჭურვა, ეზოს  კეთილმოწყობა (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) ქონების დამცავი მესრით შემოღობვას,  გარე განათების მოწყობას და ნარგავების გაშენებას) და ფუნქციონირების დაწყება;

გ) პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების  მიზნით, არანაკლებ  500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება.

3. ფ/პ ტარიელ ფაღავამ ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამავე პუნქტის „გ“  ქვეპუნქტით განსაზღვრული  ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის  ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს 4 (ოთხი) თვით.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით,  უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი