საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1967
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022295
  • Word
1967
29/09/2016
ვებგვერდი, 18/10/2016
000000000.00.003.022295
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1967

2016 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცულ მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის 23 პუნქტის შესაბამისად:

1. ადგილობრივი მნიშვნელობის ნაფარეული-ლაფანყურის საავტომობილო გზის კმ 3.15-კმ 9.15 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (შემდგომში - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი) მიეცეს უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს მიწის ნაკვეთებზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №53.14.33.041; №57.99.51.036; №57.99.51.037; №57.99.51.038; №53.14.33.042; №57.99.51.039; №53.14.34.027; №53.14.33.043; №53.14.33.044; №53.14.34.028; №53.14.33.045; №53.14.46.010; №53.14.34.029; №53.14.46.011 და №53.14.46.012) არსებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარე ლაფანის (Pterocarya pterocarpa) - 157 ინდივიდი.

2. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ვალდებულია:

ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს (შემდგომში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი) წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;

ბ) მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

  პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი